ბიუროს N12 სხდომა.

26 მარტს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს N12 სხდომა გაიმართა.
სხდომას უძღვებოდა საკრებულოს თავმჯდომარე მამუკა კვიტაშვილი.
ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები:
1. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ,,N25 ოლქის, აბაშის, მარტვილის, ჩხოროწყუს, წალენჯიხის მაჟორიტარი პარლამენტის წევრის ალექსანდრე მოწერელიას ბიუროს ფუნქციონირებისათვის“, პირდაპირი განკარგვის წესით, უსასყიდლო უზუფრუქტის ფორმით, სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
2. აბაშის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის წესით, იჯარის ფორმით გაცემის თაობაზე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ.
3. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სტატისტიკის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
4. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის, კეთილმოწყობის, არქიტექტურისა და მშენებლობის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია კუცია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ინფრასტრუქტურის, ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე.
5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობისა და ბუნებრივი რესურსების სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი გია მიგინეიშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აგრარულ და მიწის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სამხედრო აღრიცხვის, გაწვევისა და მობილიზაციის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი კონსტანტინე კუჭუხიძე-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სოციალური ,განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე.
7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტის სამსახურის ანგარიში 2020 წელს გაწეული მუშაობის შესახებ.
8. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის II კვარტლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი ტატიანა ხოშტარია-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე.
9. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.
მომხსენებელი მამუკა კვიტაშვილი-აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე.

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content