კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ადგილობრივი ოპერაციული შტაბის სხდომა გაიმართა. სხდომას სახელმწიფო რწმუნებული მალხაზ თორია ხელმძღვანელობდა და მას საბჭოს წევრები, სხვადასხვა სამხარეო სტრუქტურების წარმომადგენლები, მუნიციპალიტეტების მერები, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

სახელმწიფო რწმუნებულმა სხდომაზე სპეციალისტებთან ერთად განიხილა რეგიონში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ერთობლივად გასატარებელი ღონისძიებები, მოისმინა კლინიკებსა და საკარანტინე ზონებში არსებული ვითარება. შეხვედრაზე ასევე განიხილეს ვაქცინაციის მიმდინარეობის საკითხი.

ოპერაციულმა შტაბმა, ასევე განიხილა პირბადეების ტარების საკითხზე კონტროლის გამკაცრება, რაშიც პოლიციასთან და ადგილობრივ თვითმმართველობებთან ერთად ჩაერთვებიან შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის თანამშრომლები. ამ დროისთვის რეგიონის მასშტაბით აღინიშნება ინფიცირების შემთხვევების ოდნავი მატება, დადებითობის მაჩვენებელი გაზრდილია 1% დან 1,3%-მდე.

ამ დროისთვის რეგიონში კორონავირუსის ინფექცია 244 ადამიანს აქვს დადასტურებული, მათგან 87 რეგიონში არსებულ ხუთ კოვიდკლინიკაში მკურნალობს. დღევანდელი მონაცემებით რეგიონის მასშტაბით თვითიზოლაციაში იმყოფება 366 მოქალაქე. რეგიონში ფუნქციონირებს 3 საკარანტინე სივრცე (პალმბიჩი, პრატაპი, ანაკლია), სადაც კარანტინში იმყოფება – 110 მოქალაქე.

სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონში დღეის მდგომარეობით სულ ანტიგენის ნიმუშის აღებაზე ჩართულია 53 სამედიცინო დაწესებულება. ვაქცინაცია კი ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ტარდება.

მსგავსი ინფორმაცია:
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

14 იანვარი საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეა

ღვაწლმოსილ  პედაგოგებთან შეხვედრა  გაიმართა

ღვაწლმოსილ პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში  მერის წარმომადგენლად ზვიად კუპრეიშვილი წარადგინეს

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ზვიად კუპრეიშვილი წარადგინეს

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

თოვლის საფარის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

თოვლის საფარის გაწმენდა ინტენსიურად მიმდინარეობს

აბაშაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

აბაშაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

საკადასტრო რუკის საჯარო გაცნობა

საკადასტრო რუკის საჯარო გაცნობა

აბაშელი ჰოკეისტები  საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. იწყება ახალი გამოწვევების, ...

გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს. იწყება ახალი გამოწვევების, ...

„კონსტანტინეობა 2026“ გაიმართა

„კონსტანტინეობა 2026“ გაიმართა

განცხადება

განცხადება

Skip to content