“აბაშობა-2025“-ის ფარგლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ადგილობრივი შემსრულებლების, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
მოეწყო აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა.
ადგილზე მოწყობილი იყო ეთნო კუთხეები, ტარდებოდა მეგრული კერძების მასტერკლასები. თითოეულმა სოფელმა თავისი კუთხე ნაირფერი შემოდგომის ნობათით გაავსო. აბაშელები საექსპოზიციო კუთხეებთან მასპინძლობდნენ სტუმრებს.
აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აბაშობა-2025“ “თბილისური კვარტეტის” გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.
მსგავსი ინფორმაცია:

,,ევროპის დღეები" საზეიმოდ დაიხურა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

სოციალური განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

ბიუროს N37 სხდომა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა

საკრებულოს N8 სხდომა.

სოციალურ განათლების და კულტურის საკითხთა კომისიის სხდომა.

საკრებულოს N17 სხდომა

იურიდიულ სამანდატო საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის სხდომა.

საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის სხდომა.

ბიუროს N16 სხდომა.

ინფრასტრუქტურის ეკონომიკური და ქონების მართვის კომისიის სხდომა.

საკრებულოს N3 სხდომა










