„აბაშობა-2025“ “თბილისური კვარტეტის” გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

“აბაშობა-2025“-ის ფარგლებში ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, რეგიონის მერებთან, მოწვეულ სტუმრებთან და ადგილობრივებთან ერთად ესწრებოდა.
ადგილობრივი შემსრულებლების, ქორეოგრაფიული ანსამბლებისა და ქუთაისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის სიმებიანი კვარტეტის მონაწილეობით გაიმართა კონცერტი, მოეწყო ნიღბების თეატრის გმირების საზეიმო მსვლელობა.
მოეწყო აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრების, საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდში დაცული აბაშაში მდებარე ეკლესიების ქრისტიანული ხელოვნების ნიმუშების, ფოტო-სურათების, რუსთაველის პრემიის ლაურეატის, ქართული გრაფიკის ფუძემდებლის ვლადიმერ (ლადო) გრიგოლიას ნამუშევრების გამოფენა.
ადგილზე მოწყობილი იყო ეთნო კუთხეები, ტარდებოდა მეგრული კერძების მასტერკლასები. თითოეულმა სოფელმა თავისი კუთხე ნაირფერი შემოდგომის ნობათით გაავსო. აბაშელები საექსპოზიციო კუთხეებთან მასპინძლობდნენ სტუმრებს.
აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული „აბაშობა-2025“ “თბილისური კვარტეტის” გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

COVID-19 -ის  ვაქცინის  პირველი პარტია აბაშის მუნიციპალიტეტშია

COVID-19 -ის ვაქცინის პირველი პარტია აბაშის მუნიციპალიტეტშია

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

100 წლის გოგუცა მირცხულავა-გვაზავა  საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახდა

100 წლის გოგუცა მირცხულავა-გვაზავა საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის წევრი გახდა

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ხორბლის მოსავლის აღება

ხორბლის მოსავლის აღება

აბაშაში 2008 წლის ომის გმირებს პატივი მიაგეს

აბაშაში 2008 წლის ომის გმირებს პატივი მიაგეს

აბაშამ პროექტს „მუსიკალური ზაფხული 2026“ უმასპინძლა

აბაშამ პროექტს „მუსიკალური ზაფხული 2026“ უმასპინძლა

ნაპირსამაგრი სამუშაოები

ნაპირსამაგრი სამუშაოები

საკრებულოს N6 რიგგარეშე სხდომა.

საკრებულოს N6 რიგგარეშე სხდომა.

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2024 ...

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2024 ...

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

Skip to content