აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ახალი ავტობუსები ეყოლება

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით, საქართველოს რეგიონებისთვის ახალი ავტობუსების შეძენა განხორციელდა.
დღეიდან აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას თანამედროვე, ევროპული სტანდარტის, „ისუზუს“ ფირმის 2 სამგზავრო ავტობუსი ეყოლება. თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ავტობუსები 47 მგზავრზეა გათვლილი და ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის.
პროექტი ითვალისწინებს „ისუზუს“ ფირმის 154 ერთეული, 8-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვას, რომლებიც ქვეყნის 38 მუნიციპალიტეტში გადანაწილდა. ავტობუსები მოქალაქეების შიდა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტირებას მოემსახურება.
ახალი, კომფორტული, EURO 5-ი სტანდარტის ავტობუსების შეძენით მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მოსახლეობას წლების განმავლობაში არსებული შიდა სატრანსპორტო გადაადგილებასთან დაკავშირებული პრობლემა მოუგვარდება. გარდა ამისა, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები. პროგრამა ემსახურება შიდა საქალაქთაშორისო მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასა და შემდგომ განვითარებას.
ახალი ავტობუსების შესყიდვისთვის ბიუჯეტიდან 53 მილიონ ლარამდეა გამოყოფილი. შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერის გამარჯვებულმა კომპანიამ „ჯითი გრუპი“, 51 ერთეული ავტობუსი საქართველოში უკვე ჩამოიყვანა, პროცესი გრძელდება მიმდინარე წლის ბოლომდე, ავტობუსების ნაწილი კი ქვეყანაში 2024 წლის დასაწყისიდან ეტაპობრივად ჩამოვა.
გარდა ავტობუსებისა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით მუნიციპალიტეტებისთვის ასევე შეძენილია 90-მდე, 10 და 16-კუბიანი „ივეკოს“ ფირმის ნაგავმზიდები, რომლებიც საქართველოს ყველა რეგიონში (სულ 49 მუნიციპალიტეტში) გადანაწილდება.
ნაგავმზიდების შესყიდვა ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან მოხდა, რომლის ღირებულებაც 33 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

 

მსგავსი ინფორმაცია:
გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს

გილოცავთ საქართველოს სახელმწიფო დროშის დღეს

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

სკოპინგის ანგარიშის საჯარო განხილვა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

11 ოქტომბერი გლოვის დღედ გამოცხადდა

განცხადება

განცხადება

აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

აბაშის მუნიციპალიტეტის 23-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა 2022-2025 წლების ანგარიში წარადგინა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა 2022-2025 წლების ანგარიში წარადგინა

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება...

კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრში ღვთისმშობლის წილხვდომობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება...

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის,  ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე

შეხვედრა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის, ადამიანის უსაფრთხოების საკითხებზე

3 დეკემბერი  შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

3 დეკემბერი შშმ პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას  „დედამიწის საათი“

აბაშის მუნიციპალიტეტის მერია შეუერთდა გლობალურ გარემოსდაცვით აქციას „დედამიწის საათი“

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

Skip to content