აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, მამუკა თელიასთან ერთად, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრაზე ისაუბრეს უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფი მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ, რომლის ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უსახლკარო, მძიმე საცხოვრებელ პირობებში მყოფ 1000-მდე სოციალურად დაუცველ ოჯახს, რომლებსაც 3 ან მეტი არასრულწლოვანი ჰყავთ, საცხოვრებელი ფართები გადაეცემათ.
მერის წარმომადგენლებს დაევალათ ინფორმაციის მოძიება იმ უსახლკარო ოჯახების შესახებ, რომელთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა შესაძლებელია, განხორციელდეს ამავე პროგრამის შესაბამისად.
პროგრამა 2025 წლის ბოლომდე გაგრძელდება და მისი ჯამური ბიუჯეტი 50 000 000 ლარს შეადგენს.
ასევე, შეხვედრაზე განიხილეს განხორციელებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშაში 2008 წლის ომის გმირებს პატივი მიაგეს

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, ამ ეტაპზე 14 კმ-მდე გზა...

30 წელი სოხუმის დაცემიდან

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ჩვენი ქალაქი „აბაშობას“ იზეიმებს

„ახალგაზრდული დღეები - აბაშა 2025“ დაიწყო

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

„აბაშობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

რკინიგზის სადგურის შენობის რებილიტაცია მიმდინარეობს

საახალწოდ განათებული აბაშა

ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ







