მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“ დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ამჯერად დასახლებების საერთო კრებები და კონსულტაციები სუჯუნის, ზანათის, ნაესაკოვოს, ტყვირისა და ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულებში გაიმართა.
შეხვედრებს მერიის შესაბამისი სამსახურის თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები და საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
საერთო კრებებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილ საპროექტო წინადადებებს კენჭი ეყარა და ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში პრიორიტეტები გამოვლინდა.
ადგილობრივებმა პრიორიტეტად შიდა საუბნო და სახნავ-სათეს სავარგულებთან მისასვლელი გზების მოხრეშვითი სამუშაოები, წყალსაწრეტი არხის ამოწმენდა, სპორტული ინფრასტრუქტურის, დასასვენებელი ადგილების მოწყობა დაასახელეს.
ხვალ, 1 თებერვალს შეხვედრები გაიმართება ძველი აბაშის, ონტოფოსა და სეფიეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
პრიორიტეტების გამოსავლენად, ადგილობრივ მოსახლეობასთან საკონსულტაციო შეხვედრები 6 თებერვალს დასრულდება.

 

 

მსგავსი ინფორმაცია:
შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

1 ივნისს ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

1 ივნისს ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

„აბაშობა-2025“  თბილისური კვარტეტის გალა კონცერტით  და  ფოიერვერკით დასრულდა

„აბაშობა-2025“ "თბილისური კვარტეტის" გალა კონცერტით და ფოიერვერკით დასრულდა

ვაკანსია

ვაკანსია

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა

მეორე მსოფლიო ომის დასრულებიდან 79 წელი გავიდა

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

ქრისტე აღდგა!

ქრისტე აღდგა!

აბაშა 2026 წლის მოლოდინში

აბაშა 2026 წლის მოლოდინში

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს  2025 წლის მოწვევის პირველ სხდომას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს 2025 წლის მოწვევის პირველ სხდომას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელ...

აბაშის მუნიციპალიტეტში, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სხვადასხვა მიმართულების ხელ...

საჩუქრები მზრუნველობამოკლებულებს.

საჩუქრები მზრუნველობამოკლებულებს.

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

Skip to content