აბაშის მუნიციპალიტეტის მერი საკრებულოს 2025 წლის მოწვევის პირველ სხდომას დაესწრო

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს 2025 წლის მოწვევის პირველ სხდომას დაესწრო.
სხდომა საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, ტაგუ გეგეჭკორმა გახსნა.
სხდომაზე ახლად არჩეული საკრებულოს წევრთა უფლებამოსილება ცნეს, ამით უფლებამოსილება შეუწყდა წინა მოწვევის საკრებულოს.
განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული ორგანიზაციული საკითხები, მათ შორის საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილეების არჩევა, დროებითი სამანდატო კომისიის შექმნა და რეგლამენტთან დაკავშირებული პროცედურები.
აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ, ფარული კენჭისყრით 29 ხმით არჩეულ იქნა, იასონ კიზირია, ასევე სხდომაზე არჩეულ იქნენ საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, პაატა ხოშტარია და მოადგილეები: მამუკა კვიტაშვილი და ზეზვა მაკალათია.
საკრებულოს ახლად არჩეულმა თავმჯდომარემ წარმომადგენლობითი ორგანოს წევრებს ნდობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
სხდომაზე ასევე აირჩიეს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიების და ფრაქციების თავმჯდომარეები.
მერმა, გიგა გაბელაიამ საკრებულოს ახლად არჩეულ წევრებს უფლებამოსილების ფარგლებში საქმიანობის დაწყება მიულოცა, წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი მიზანია მოქალაქეთა საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული გადაწყვეტილებების მიღება, რაც უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის განვითარებასა და მოსახლეობის კეთილდღეობის ზრდას. მერის განცხადებით, თანამშრომლობის, გამჭვირვალობისა და ერთობლივი პასუხისმგებლობის საფუძველზე, შესაძლებელია იმ შედეგების მიღწევა, რომელიც თითოეული აბაშელის ყოველდღიურ ცხოვრებაში სასიკეთოდ აისახება.

მსგავსი ინფორმაცია:
კონსტანტინეობა -2025 გაიმართება

"კონსტანტინეობა" -2025 გაიმართება

პარლამენტის კულტურის კომიტეტთან შეხვედრა გაიმართა

პარლამენტის კულტურის კომიტეტთან შეხვედრა გაიმართა

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ქალთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საახალწლო ღონისძიება გაიმართა

„კონსტანტინეობა 2026“ გაიმართა

„კონსტანტინეობა 2026“ გაიმართა

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!

აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-...

აბაშის მუნიციპალიტეტში, ძვ. აბაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, N8 ქუჩაზე, შესახვევებთან ერთად, ასფალტო-...

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების  პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

საზოგადოებრივ სამუშაოებზე დასაქმების პროგრამასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

ბაშის მუნიციპალიტეტში, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

ბაშის მუნიციპალიტეტში, თემურ ელიავას პოეზიის საღამო გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს უფასოდ ჩაატარებენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის სამედიცინო გასინჯვებს უფასოდ ჩაატარებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

აბაშის მუნიციპალიტეტში ხანძრის ყველა კერა ლიკვიდირებულია

Skip to content