აბაშის მუნიციპალიტეტში, აფხაზეთიდან დევნილ კომპაქტურად ჩასახლებულ 60 ოჯახს სასურსათო პროდუქტები გადაეცათ.
დევნილ ოჯახებს საკვები პროდუქტები აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ჯემალ გამახარიამ და აპარატის თანამშრომლებმა აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გადასცეს.
დევნილებთან შეხვედრაზე იმსჯელეს მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე, ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე.
აქცია უმაღლეს საბჭოში მოქმედი საქველმოქმედო ფონდის „სოციალური სოლიდარობისათვის“ მხარდაჭერით განხორციელდა.
ასევე, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია და აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროს სამეგრელო – ზემო სვანეთის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კონსტანტინე ბასარია ესწრებოდნენ.
შეხვედრაზე ადგილობრივი ხელისუფლებისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს აქტიური ჩართულობით სამომავლოდ დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრეს. ასევე მოისმინეს კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილთა წინაშე მდგარი ძირითადი გამოწვევები და მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას, აფხაზეთიდან დევნილი მოქალაქეების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საპატიო სიგელი გადაეცა. ასევე საპატიო სიგელით დაჯილდოვდა მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მადლობის სიგელებით დაჯილდოვდნენ მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის წარმომადგენლები.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ჯემალ გამახარია, აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრები აფხაზეთიდან დევნილი ოჯახების მიმართ გამოხატული განსაკუთრებული მხარდაჭერისა და თანადგომისათვის, მერიის მიერ დაწესებული კონსტანტინე გამსახურდიას სახელობის მედლით დააჯილდოვა.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა


საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია მოსახლეობის წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშით წარდგა

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება

რკინიგზის სადგურის შენობის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშის მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრი და ხელოვნურსაფარიანი სტადიონი აშენდება

გილოცავთ!

უფროსკლასელთათვის ვიქტორინა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ღამის შოუს" ბენდის კონცერტი გაიმართა

მდგრადი განვითარების მიზნების აბაშის მუნიციპალური დოკუმენტი








