საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების სპეციალური პროგრამის ფარგლებში, 23 მუნიციპალიტეტში საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება.
მთავრობის განკარგულებების შესაბამისად, რომლებსაც ხელს აწერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, სამშენებლო სამუშაოების შესყიდვას კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს.
საფეხბურთო ტექნიკური ცენტრები და ხელოვნურსაფარიანი სტადიონები აშენდება ახმეტის, თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში; ქალაქ გურჯაანსა და ქალაქ წნორში; ქალაქ გორსა და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში; ქალაქ წყალტუბოში, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ იანეთსა და ქალაქ ხონში; ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის დაბა ჩოხატაურში, ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ ციხესულორსა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში; ქალაქ ახალციხეში, დაბა ადიგენსა და ქალაქ ახალქალაქში; ქალაქ ბაღდათში, ქალაქ თერჯოლასა და ქალაქ ქუთაისში; ქალაქ წალკასა და ქალაქ ბოლნისში; ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში, ქალაქ აბაშასა და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ სერგიეთში.
სპორტული ინფრასტრუქტურის სპეციალური პროგრამის მიზანია მთელი ქვეყნის მასშტაბით სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, მასობრივი და მაღალი მიღწევების სპორტის, ასევე ბავშვთა სპორტის კიდევ უფრო განვითარების ხელშეწყობა.
მსგავსი ინფორმაცია:

17 მაისს ოჯახის სიწმინდის დღე აღინიშნება

აბაშელმა სპორტსმენებმა ჩემპიონობა მოიპოვეს

ახალი საცხოვრებელი სახლები აშენდა

განცხადება

უკრაინის ფოსტა - საქართველო 191 ქვეყანას შორის პირველ ადგილზეა უკრაინისთვის ჰუმანიტარული ტვირთის მიწ...

აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

COVID 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად იწყება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

საგრანტო კონკურსის შედეგად დაფინანსებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა.

გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

გილოცავთ სკოლის დამთავრებას

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

