სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო კიდევ ერთ საგრანტო კონკურსს – ,,ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა“ – აცხადებს!
საგრანტო კონკურსის მიზანია საინიციატივო ჯგუფების გაძლიერება იმ პროექტების განსახორციელებლად, რომლებიც ემსახურება არაფორმალური განათლების განვითარებას, საზოგადოებრივ და დემოკრატიულ პროცესებში ახალგაზრდების მონაწილეობის ხელშეწყობას, ახალგაზრდების შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას.
საგრანტო პროექტის წარმოდგენის უფლება აქვს რეგიონში მცხოვრებ:
არასამეწარმეო იურიდიულ პირს – ახალგაზრდულ ორგანიზაციას;
ფიზიკურ პირს, რომელიც საგრანტო პროექტის განხორციელების მიზნით, საინიციატივო ჯგუფში აერთიანებს რეგიონში მცხოვრებ არანაკლებ ხუთ ახალგაზრდას.
კონკურსის საერთო ბიუჯეტია 255 000 ლარი. ერთი საგრანტო პროექტის მაქსიმალური დაფინანსება შეადგენს 15 000 ლარს.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 8 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ ფოსტაზე – grants-2@youthagency.gov.ge.
საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე
შემუშავებული წესის შესაბამისად, განაცხადთან ერთად წარმოსადგენი აუცილებელი დოკუმენტაციის ფარგლებში, განმცხადებელს მოეთხოვება მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა, რომელიც ასახავს მუნიციპალიტეტის როლს პროექტის განხორციელებაში.
მსგავსი ინფორმაცია:

სამუელ ცომაიას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტი შეუერთდა დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღის აღნიშვნას

საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების კუთხით პროექტების განხორციელება მიმდინარეობს

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ჰყავს

მადლობა ქართული სასწაულისთვის

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

პროექტ "თვითმმართველობის პარკის" პრეზენტაცია გაიმართა.

გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები...

დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

6 აპრილი სპორტის საერთაშორისო დღეა

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ,,ღამის შოუს" ბენდის კონცერტი გაიმართა

