აბაშის მუნიციპალიტეტში ღვაწლმოსილი პედაგოგებისა და 2023-2024 სასწავლო წლის კურსდამთავრებული მედალოსანი მოსწავლეების დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება მარნის ახლადრეაბილიტირებულ კულტურის სახლში ჩატარდა.
მასწავლებლებსა და მოსწავლეებს ჯილდო მერმა, გიგა გაბელაიამ და საგანმანათლებლო რესურცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გელიტაშვილმა გადასცეს.
ყველაზე ხანგრძლივი პედაგოგიური მოღვაწეობისთვის დაჯილდოვდნენ:
ნანა სიმონია – სოფელ მაცხოვრისკარის საჯარო სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელი
მანანა თედიაშვილი – სოფელ ზანათის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი
დალი ჩაჩავა – სოფელ საგვაზავოს საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი
ლერი ხორავა – სოფელ კეთილარის საჯარო სკოლის სპორტის მასწავლებელი
მალინა გაბელაია – ნოღოხაშის საჯარო სკოლის ხელოვნების მასწავლებელი
აბაშის მუნიციპალიტეტს 2023-2024 წელს, სკოლის 26 ოქროსა და 3 ვერცხლის მედალოსანი კურსდამთავრებული ჰყავს.
„გილოცავთ პედაგოგებსა და მოსწავლეებს ამ დიდ წარმატებას.
გამოვხატავ პატივისცემასა და მადლიერებას მასწავლებლების მიმართ, უდიდესია მათი დამსახურება ჩვენი ქვეყნისა და ერის წინაშე, მადლობა მათ პროფესიონალიზმისა და ღვაწლისათვის.
ასევე სასიხარულოა ახალგაზრდების წარმატება, დარწმუნებული ვარ, თქვენი შრომისმოყვარეობით, პროფესიონალიზმით, გამოცდილებითა და განათლებით ასახელებთ ოჯახს, სკოლას, მუნიციპალიტეტს.
განათლებაზე ზრუნვა მთავრობის პრიორიტეტია, ამ მიმართულებით არაერთი პროექტი განხორციელდა აბაშის მუნიციპალიტეტში, შენდება სოფელ კეთილარის შერწყმული (გულეიკარის დაწყებითი კორპუსი) სკოლა, რეაბილიტაცია ჩაუტარდა როგორც ნოღოხაშის, ასევე სეფიეთისა და მარნის სკოლებს, უახლოეს პერიოდში დაიწყება მეორე საჯარო სკოლის მშენებლობა,“-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
ღონისძიებას მერის მოადგილეები, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, პედაგოგები, მოსწავლეები, მშობლები ესწრებოდნენ.
დაჯილდოებისადმი მიძღვნილი ღონისძიება მერიის განათლების სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
მსგავსი ინფორმაცია:

ქორეოგრაფიული ანსამბლ „ანანურის“ ღონისძიება გაიმართა

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურთან დაკავშირებულ ცვლილებებზე შეხვედრა გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარი დაიხარჯება.

ქართული ენის დაცვის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება

„სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტები

მერის მოვალეობის შესრულება ირაკლი პერტენავას დაეკისრა

განცხადება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

„აბაშობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

ხალხური ცხენოსნობის ტრადიციული ფესტივალი გაიმართა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

















