სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო. ამასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად ზარალის დამდგენი ჯგუფის წევრებს, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს, შესაბამისი სამსახურების თანამშრომლებს შეხვდა.
სამუშაო შეხვედრაზე სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმდინარე ღონისძიებები განიხილეს.
სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფის წევრები ადმინისტრაციულო ერთეულებში 24 საათიან რეჟიმში მუშაობდნენ.
შტორმული ქარის შედეგად მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა მუნიციპალიტეტში შემავალი 16 ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის საცხოვრებელ სახლებს. კერძოდ, დაზიანებულია 847 საცხოვრებელი სახლის სახურავი, ასევე დაზიანდა 4 მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის სახურავი, აღდგენას არ ექვემდებარება 100-მდე განათების ბოძი.
„საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების შესაბამისად, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მაქსიმალურად მცირე დროში მოხდება სტიქიისგან მიყენებული ზიანის ლიკვიდირება, გამოყოფილია თანხები და ზარალი იქნება ანაზღაურებული.
მერიის სარეზერვო ფონდის ბიუჯეტიდან, სტიქიის შედეგად დაზარალებულ სოციალურად დაუცველ კერძო სახლების მესაკუთრეებზე ფულადი კომპენსაცია გაიცემა.
მინდა მადლობა გადავუხადო ყველა სამსახურს, თითოეულ ადამიანს, ვინც აქტიურად იყო ჩართული სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში“, -განაცხადა შეხვედრაზე გიგა გაბელაიამ.
სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით შექმნილი ზარალის დამდგენი სამუშაო ჯგუფის სხდომა უკვე გაიმართა. სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებისთვის კომპენსაციის გაცემა უახლოეს დღეებში დაიწყება.

 

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის – „ქართული ლიგის“ ფინალი გაიმართა

აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალის – „ქართული ლიგის“ ფინალი გაიმართა

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

შშმ პირთა საერთაშორისო დღე

უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს

უამინდობისგან შექმნილი პრობლემების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებები მიმდინარეობს

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი სავაჭრო ობიექტების წარმომადგენლებს შეხვდა

სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

სოფელ მაცხოვრის კარში ახალი სკოლა შენდება

სოფელ მაცხოვრის კარში ახალი სკოლა შენდება

საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა აბაშის მუნიციპალიტეტში

საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიში

საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიში

Skip to content