აბაშის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, თბილისი-სენაკი ლესელიძის საავტომობილო გზაზე, მდ. ცხენისწყალზე არსებული საავტომობილო ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, ადმინისტრაციის სამსახურის უფროსთან ერთად გაეცნო.
პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება ხიდის სავალ ნაწილს, მოაჯირებსა და ტროტუარებს. ასევე, იგეგმება დამცავი ბურჯების სარეგულაციო ნაგებობების გაკეთება და გზის საგზაო ნიშნებით აღჭურვა.
პროექტის დასრულების შემდეგ ხიდის მდგრადობა მნიშვნელოვნად გაიზრდება, გახდება უფრო უსაფრთხო, კომფორტული და ის პრობლემები, რაც გადაადგილების თვალსაზრისით ჰქონდათ მძღოლებს აღმოიფხვრება.
პროექტის ღირებულება 860 000 ლარია. ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მაისის ბოლოს დასრულდება
მსგავსი ინფორმაცია:

მარნის კულტურის სახლში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

აბაშის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

ახალი ხიდის მშენებლობის სამუშაოები მიმდინარეობს

მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გრძელდება

მერის მოვალეობის შესრულება ირაკლი პერტენავას დაეკისრა

17 ოქტომბერი ვეტერანის დღეა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმებას

საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს



