აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან, რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, კობა გაბელაიასთან და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებთან შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მოსწავლეების სასკოლო ფორმებით უზრუნველყოფისა და ფორმების რეალიზაციის პროცესს, ასევე სკოლებში არსებულ საჭიროებებსა და ინფრასტრუქტურულ საკითხებს.
მერმა სკოლის დირექტორებისგან დეტალური ინფორმაცია მოისმინა სკოლებში არსებული მდგომარეობისა და საჭიროებების შესახებ. საუბარი შეეხო განხორციელებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ასევე იმ სამუშაოებს, რომლებიც სკოლების ინფრასტრუქტურის შემდგომი განვითარებისთვის არის დაგეგმილი.
გიგა გაბელაიამ აღნიშნა, რომ როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი მოსწავლეებისთვის სათანადო საგანმანათლებლო გარემოს უზრუნველყოფაა. ამ მიმართულებით საგანმანათლებლო დაწესებულებებთან თანამშრომლობა მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.
მერმა საჯარო სკოლების დირექტორებს, ახალ სასწავლო წელს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
მსგავსი ინფორმაცია:

,,მოხალისე წყლის ადვოკატები"

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფო და ბორის ბედიების კონცერტი გაიმართა

მერმა ჯამბულ დოლიძის ოჯახი მოინახულა

COVID-19 -ის ვაქცინის პირველი პარტია აბაშის მუნიციპალიტეტშია

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

აბაშელი პირველკლასელები „ჩემი პირველი ნერგის“ აქციას შეუერთდნენ

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

მრავალსართულიანი საცხოვრებელი სახლების გადახურვა იწყება

გილოცავთ სტუდენტობას!

ვენახების კადასტრის პროგრამასთან დაკავშირებით საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში საახალწლო კონცერტი გაიმართა

შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა















