აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირიასთან და მერის მოადგილეებთან ერთად, მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს გაეცნო.
ილიას ქუჩის დასაწყისსა და კვათანის უბანში, მთავარანგელოზის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტების ფარგლებში, დასასვენებელი სივრცეების შიდა პერიმეტრი ფილებით მოპირკეთდება, დამონტაჟდება გარე განათების სისტემა, განთავსდება ძელსკამები და მოწესრიგდება საპარკე ინფრასტრუქტურა. სკვერების ტერიტორიაზე ასევე გაშენდება დეკორატიული ნარგავები, რაც სივრცეებს კიდევ უფრო სასიამოვნო გარემოდ აქცევს.
ინფრასტრუქტურული სამუშაოები საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება.
მსგავსი ინფორმაცია:

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში „სოფლის მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში სამუშაოები...

სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის საცხენოსნო იპოდრომზე საქართველოს პირად-გუნდური პირველობა ხალხურ ცხენოსნობაში დაიწყო

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მორიგი ეტაპი იწყება

მარნის კულტურის სახლში სპექტაკლი გაიმართება

გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების დღეს

საკრებულოს 2021 წლის მოწვევის პირველი სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობ...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან

2023 წლის საპროექტო წინადადებები

26 მაისი







