აბაშის მუნიციპალიტეტში სახალხო დღესასწაული “აბაშობა-2025” აღინიშნება.
დღესასწაულის ფარგლებში ჩატარდა საპატიო აბაშელების მინიჭების ცერემონია.
„გილოცავთ ამ მნიშვნელოვან და ულამაზეს დღეს — „აბაშობას“, ეს დღესასწაული ტრადიციაა, რომელიც აერთიანებს აბაშელებს, ჩვენს სტუმრებსა და თითოეულ სოფელს.
ამ დღეს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს — მადლიერებას გამოვხატავთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავიანთი შრომითა და ერთგულებით დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენი მუნიციპალიტეტის განვითარებაში.
გულწრფელად ვულოცავ თითოეულ მათგანს „საპატიო აბაშელის“ წოდების მინიჭებას.
დარწმუნებული ვარ, რომ ერთად დგომით, ერთიანობითა და ქვეყნის ხელისუფლების მხარდაჭერით, კიდევ უფრო დიდ წარმატებებს მივაღწევთ — გავაძლიერებთ ჩვენს მუნიციპალიტეტს და შევქმნით ახალ შესაძლებლობებს ჩვენი შვილებისთვის.
კიდევ ერთხელ გულწრფელად გილოცავთ „აბაშობას“!-აღნიშნა თავის გამოსვლაში გიგა გაბელაიამ.
„საპატიო აბაშელის წოდება“ მიენიჭათ:
მანანა ბოკუჩავას, ექიმს, პროფესიულ საქმიანობაში მაღალი პასუხისმგებლობის, აბაშელთა მიმართ გამოჩენილი თანადგომისა და საზოგადოებისათვის გაწეული ღირსეული სამსახურისთვის.
მარიამ ჭანტურიას, ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონს ძიუდოში. საქართველოსა და ჩვენი მუნიციპალიტეტის ღირსეული წარმოჩენის, სპორტში განსაკუთრებული წარმატებებისა და ახალგაზრდობისთვის მისაბაძი მაგალითის შექმნისთვის.
შაქრო ტყვაცირიას, მხატვარ-მოქანდაკეს, ხელოვნების სკოლის პედაგოგს, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და მშობლიური აბაშის კულტურული ცხოვრების გამდიდრებისთვის.









