სახალხო დღესასწაული „აბაშობა-2022“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ეროვნულ გმირთა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში, სახალხო დღესასწაული „აბაშობა-2022“ მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
„ვულოცავ ჩემს აბაშელებს ამ მნიშვნელოვან და ულამაზეს დღესასწაულს, ეს არის ერთობის, სიყვარულის, სიკეთის დღე. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ ასეთი გამორჩეული, წარმატებული ადამიანები არიან ჩვენ გვერდით და თავიანთი მონდომებით, შრომითა და სიყვარულით ასახელებენ მუნიციპალიტეტს, მიხარია, რომ თითოეულ აბაშელთან ერთად ვქმნით ჩვენი მუნიციპალიტეტის უკეთეს ხვალინდელ დღეს“,-აღნიშნა აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ.
სახალხო დღესასწაულზე საპატიო აბაშელების და კონსტანტინე გამსახურდიასა და აკაკი ხოშტარიას სახელობითი მედლებით დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერთან, გიგა გაბელაიასთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი გუგუჩიასთან ერთად ესწრებოდნენ: მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა, მოადგილე, გიგა ჯვარელია, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, მოწვეული სტუმრები.
ღონისძიებაზე გამოიფინა აბაშელ ხელოვანთა ნამუშევრები, კლასიკური მუსიკის მოყვარულებს შესაძლებლობა ჰქონდათ დასწრებოდნენ ქუთაისის სიმებიანი კვარტეტის კონცერტს.
პატარებისთვის ქუთაისის ნიღბების თეატრის გმირებმა საზეიმო მსვლელობა მოაწყვეს. მსახიობებმა წარმოადგინეს სპექტაკლი ,,მხიარული ჯამბაზები“, მოეწყო ქორეოგრაფიული ანსამბლების საჩვენებელი გამოსვლა.
თითოეულმა სოფელმა თავისი კუთხე ნაირფერი შემოდგომის უხვი ნობათით გაავსო, სადაც საექსპოზიციო კუთხეებთან მასპინძლობდნენ მოწვეულ სტუმრებს.
ღონისძიება მიყავდა მსახიობ ამიკო ჩოხარაძეს.
დღესასწაულისადმი მიძღვნილ კონცერტში მონაწილეობდნენ ადგილობრივი საშემსრულებლო კოლექტივები, საღამო ჯგუფ „ბანის“ კონცერტითა და ფეიერვერკით დასრულდა.

მსგავსი ინფორმაცია:
მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

კონსტანტინე გამსახურდიას 128 წლის იუბილე

კონსტანტინე გამსახურდიას 128 წლის იუბილე

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

მერის მოვალეობის შესრულება ირაკლი პერტენავას დაეკისრა

მერის მოვალეობის შესრულება ირაკლი პერტენავას დაეკისრა

სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მერი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

აბაშის მერი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების  მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართა

მერმა გოგუცა მირცხულავა-გვაზავას 100 წლის იუბილე მიულოცა

მერმა გოგუცა მირცხულავა-გვაზავას 100 წლის იუბილე მიულოცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა მოსწავლეებსა და პედაგოგებს ახალი სასწავლო წელი მიულოცა

პროექტი „ახალგაზრდა ლიდერი“ – სამდღიანი ტრენინგი დასრულდა

პროექტი „ახალგაზრდა ლიდერი“ – სამდღიანი ტრენინგი დასრულდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

საბჭოთა ოკუპაციიდან 103 წელი შესრულდა

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სამშენებლო განაცხადების ელექტრონული წარდგენა სავალდებულო ხდება

აბაშის მუნიციპალიტეტში სამშენებლო განაცხადების ელექტრონული წარდგენა სავალდებულო ხდება

ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

ევროპის სასკოლო სპორტული კვირეული აღინიშნა

Skip to content