აბაშის მუნიციპალიტეტში სამშენებლო განაცხადების ელექტრონული წარდგენა სავალდებულო ხდება

მიმდინარე წლის 1-ელი თებერვლიდან მოქალაქეებისთვის სავალდებულო ხდება მშენებლობის მოთხოვნისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების შესახებ განცხადების ელექტრონული ფორმით წარდგენა.
ეკონომიკის და მდგრადი განვითარების საამინისტროს, სსიპ სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსა (SUDA) და აბაშის მუნიციპალიტეტის ერთობლივი ინიციატივითა და თანამშრომლობით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით დაიწყო ერთი ფანჯრის პრინციპის დანერგვის პროცესი, რაც ორგანიზაციულ ცვლილებებთან ერთად ითვალისწინებს ელექტრონული სისტემების დანერგვას.
აღნიშნულ ინიციატივას საფუძვლად უდევს საქართველოს მთავრობის 2022 წლის 15 თებერვლის N72-ე დადგენილება ,,სივრცის დაგეგმარების საინფორმაციო სისტემის შესახებ”, ასევე საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 43 (1) და 101 (2) მუხლები, რაც შეეხება განაშენიანების დეტალური გეგმების და მშენებლობის ნებართვის/მშენებლობის შეტყობინების პროცესის დიგიტალიზაციას. აღნიშნული კანონმდებლობა ამოქმედდება 2026 წლის 1 თებერვლიდან.
ელექტრონული სისტემების დანერგვა უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტში, ქალაქმშენებლობითი, არქიტექტურული და სამშენებლო ზედამხედველობის მიმართულებით არსებული ინფორმაციის საჯაროობას და ხელმისაწვდომობას. ასევე, მოქალაქეებს უქმნის შესაძლებლობას დროის, ფინანსების და ენერგიის დანახარჯის გარეშე, სახლიდან გაუსვლელად განცხადებით მიმართოს მუნიციპალიტეტს.
აღნიშნული მიზნების განხორციელებისთვის გამოყენებულია უკვე არსებული, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, ა(ა)იპ მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტოს (MSDA) ელექტრონული განცხადებების პლატფორმა MS.GOV.GE.
MSDA-ს ელექტრონული სისტემა შედგება 3(სამი) პლატფორმისგან:
▫️მოქლაქეთა ელექტრონული პორტალი: https://ms.gov.ge
▫️საქართველოს ინტერაქტიული რუკა https://maps.municipal.gov.ge
▫️დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემა: https://apps.gov.ge
მოქლაქეთა ელექტრონული პორტალიდან დარეგისტრირებული განცხადება (I კლასის, სამშენებლო ნებართვები, ქალაქთმშენებლობითი პროექტები, ნაკვეთის გამიჯვნა-გაერთიანება, ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება და კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა განაცხადები) ფენის სახით ავტომატურად აისახება ინტერაქტიულ რუკაზე და არის საჯარო ნებისმიერი დაინტერესებული პირისთვის.
აღნიშნული სისტემა ასევე მოიცავს:
▫️მოქალაქის პირად გვერდს (ფიზიკური, იურიდიული);
▫️ელექტრონული განცხადებების კატეგორიებს;
▫️წარსადგენი დოკუმენტაციის ნუსხას;
▫️საქმისწარმოების მსვლელობაზე SMS და Email გზავნილებს;
▫️მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებებს და შეტყობინებებს.
▫️ელექტრონულად გაკეთებული განაცხადის არქივს.

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ პირთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნა

ჭადრაკში  საფინალო ტურნირი გაიმართა

ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა

წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

წარჩინებული მოსწავლეები პერსონალური კომპიუტერებით დაჯილდოვდნენ

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ა...

კორონავირუსის გავრცელების აღკვეთის მიზნით უწყებათაშორის საბჭოსთან არსებული სამეგრელო-ზემო სვანეთის ა...

მერიის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

მერიის ადმინისტრაციის შენობაზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

გზების რეაბილიტაცია გრძელდება

გზების რეაბილიტაცია გრძელდება

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა

აბაშაში სოფელ გულეიკარის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

აბაშაში სოფელ გულეიკარის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

გილოცავთ!

გილოცავთ!

სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

ფონდ „ცედაკას“ ქველმოქმედება

ფონდ „ცედაკას“ ქველმოქმედება

Skip to content