შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, მუნიციპალიტეტის მერიის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა.
სხდომას, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსი, მამუკა თელია, შშმ პირთა ორგანიზაცია „სიკეთის მაძიებლის“ თავმჯდომარე, ირაკლი ჭანტურია და საბჭოს სხვა წევრები ესწრებოდნენ.
სხდომაზე წარმოდგენილ იქნა დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხი: აბაშის მუნიციპალიტეტის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის 2024 წლის სამოქმედო გეგმა.
„მუნიციპალიტეტის მერია მაქსიმალურ მხარდაჭერას უცხადებს შშმ პირებს შესაძლებლობების განვითარებასა და რეალიზებაში. აუცილებელია ისეთი პროექტებისა და ღონისძიებების განხორციელება, რომლებიც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში შშმ პირთა სრულ ინტეგრაციას”,-აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
ასევე, საბჭოს წევრებმა განიხილეს მუნიციპალიტეტის 2024 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული მუნიციპალური სოციალური და ჯანდაცვის პროგრამები, რომელიც ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მხარდაჭერას ადგილობრივ დონეზე, შშმ პირების მისაწვდომობის გარანტიების გაძლიერებას ადმინისტრაციული და სხვა ღონისძიებების გატარების საშუალებით. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს აბაშის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა მუნიციპალური პროგრამით 260-მდე შშმ პირი ისარგებლებს.

 

მსგავსი ინფორმაცია:
გილოცავთ!

გილოცავთ!

ბრძანება პროექტების შერჩევის პროცედურების სამუშაო ჯგუფის შესახებ 2024 წელი

ბრძანება პროექტების შერჩევის პროცედურების სამუშაო ჯგუფის შესახებ 2024 წელი

აბაშელმა კუნგფუისტებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

აბაშელმა კუნგფუისტებმა მორიგი გამარჯვება მოიპოვეს

განათლების მინისტრი აბაშაში

განათლების მინისტრი აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ა...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა გიგა გაბელაიამ, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ა...

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეო...

აბაშის მუნიციპალიტეტში დავით კაჭარავას ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეო...

“ევროპის სპორტის კვირეული“ გაიმართა

“ევროპის სპორტის კვირეული“ გაიმართა

დანერგე მომავალი

დანერგე მომავალი

„ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია.

„ცედაკამ“ დევნილ და ადგილობრივ მოსახლეობას დახმარება გაუწია.

ხორბლის მოსავლის აღება

ხორბლის მოსავლის აღება

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

Skip to content