აბაშის მუნიციპალიტეტში 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღისადმი მიძღვნილი ონლაინ ღონისძიება გაიმართა.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე მოეწყო ფოტო-მასალის გამოფენა, რომელიც ყველაზე ტრაგიკულ თარიღს, 1921 წელს საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციას უკავშირდება. ფოტოებთან ერთად გამოფენილი იყო იუნკერებისადმი მიძღვნილი ქართველი პოეტების ლექსები.
ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა და იუნკერთა ბრძოლასა და მათი თავდადების შესახებ ისაუბრა.
პირველი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელმა, ტაგუ გეგეჭკორმა საქართველოს ისტორიის 1918-1921 წლების მოვლენებზე, 25 თებერვალს საქართველოში წითელი არმიის შემოსვლასა და საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლებზე ისაუბრა.
I საჯარო სკოლის მოსწავლემ, შოთა კაჭარავამ წაიკითხა კოლაუ ნადირაძის ლექსი „თოვდა და თბილისს ებურა თალხი“.
ღონისძიება აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა.
მსგავსი ინფორმაცია:

ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ტარიელ მიქაძე წარადგინეს

9 მაისს შეკრებილებმა პატივი მიაგეს ფაშიზმთან ბრძოლაში დაღუპულთა ხსოვნას

საჯარო ინფორმაციის 10 დეკემბრის ანგარიში

განათლების მინისტრი აბაშაში

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

15 წელი აგვისტოს ომიდან

„ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

27 სექტემბერი სოხუმის დაცემის დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სარეკრეაციო დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს წარმომადგენელი იმყოფებოდა

ასფალტო-ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები დასრულდა



