ბიუროს N25 სხდომა

29 ივნისს აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს  N25  სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია უძღვებოდა.

ბიუროს წევრებმა განიხილეს დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები:

1. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხის დამტკიცებისა და მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის #13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

2. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის #14 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

3. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მერის წარმომადგენლებთან ურთიერთობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის #16 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

4. ,,აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 30 ივნისის #17 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.

მომხსენებელი-იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარე დავით ცანავა.

5. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი პაპასკირი.

6. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის, ძეგლთა დაცვის და ტურიზმის განვითარების სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.

7. აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ანგარიში 2026 წლის 6 თვეში გაწეული მუშაობის შესახებ.
მომხსენებელი – აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური, განათლების და
კულტურის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა გუგუშვილი.

8. აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევის შესახებ.

მომხსენებელი – აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირია.

Skip to content