აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს პირველი საჯარო სკოლიდან მიულოცა და მათ წარმატებული და ნაყოფიერი სასწავლო წელი უსურვა.
„განსაკუთრებით მინდა მივულოცო ჩვენს პირველკლასელებს, რომლებიც დღეს ცხოვრების ახალ, მნიშვნელოვან ეტაპზე გადადიან. მათ წინ ცოდნისა და შესაძლებლობების სამყაროა, სადაც თითოეული ახალი დღე საინტერესო აღმოჩენებითა და ახალი გამოცდილებით იქნება სავსე. მჯერა, რომ სკოლაში გატარებული წლები მათთვის წარმატებისა და ლამაზი მოგონებების დასაწყისი გახდება.
ახალი სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ ჩვენს პედაგოგებს, მათი პროფესიონალიზმი, თავდადება და ყოველდღიური შრომა უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს მომავალი თაობის აღზრდასა და განათლებაში.
განათლება ჩვენი ქვეყნის განვითარების ერთ – ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბავშვებს ჰქონდეთ არა მხოლოდ ხარისხიანი განათლების მიღების შესაძლებლობა, არამედ უსაფრთხო, თანამედროვე და სათანადოდ აღჭურვილი სასწავლო გარემო. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები უკვე გადაიდგა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
ჩვენი მთავარი მიზანია, თითოეულ ბავშვს ჰქონდეს შესაძლებლობა, მიიღოს ხარისხიანი განათლება და ღირსეული წვლილი შეიტანოს ჩვენი მუნიციპალიტეტისა და ქვეყნის განვითარებაში, – აღნიშნა გიგა გაბელაიამ.
ახალი სასწავლო წელი აბაშის მუნიციპალიტეტში 167 – მა პირველკლასელმა დაიწყო. მათ პორტატული კომპიუტერები გადაეცათ.
თითოეული მოსწავლე უზრუნველყოფილია სასკოლო სახელმძღვანელოებით, ხოლო აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, მოსწავლეები უფასო სასკოლო ტრანსპორტით სარგებლობენ.
როგორც ცენტრალური, ასევე ადგილობრივი ხელისუფლებისთვის, განათლებაზე ზრუნვა, მოსწავლეებისთვის შესაბამისი პირობების შექმნა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარება კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიმართულებად რჩება.
წარმატებულ და საინტერესო სასწავლო წელს ვუსურვებთ ყველა მოსწავლეს, პედაგოგსა და მშობელს!
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აბაშელ ახალგაზრდებთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის წარ...

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე საზეიმოდ აღინიშნა

ანტიკორუფციული ბიუროს წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს

„ახალგაზრდული დღეები - აბაშა 2025“ დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სოფო და ბორის ბედიების კონცერტი გაიმართა

„ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

სოხუმის დაცემიდან 28 წელი გავიდა

29 აგვისტოს აბაშაში მუსიკალური საღამო გაიმართება

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 35 წელი გავიდა

საქართველოს ეროვნული ნაკრების მატჩის საჯარო ჩვენება გაიმართა

გილოცავთ ახალ წელს!

შეხვედრები მარნისა და პირველი მაისის ადმინისტრაციულ ერთეულებში

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!














