აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან ერთად, მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და წარმატებული სასწავლო წელი უსურვა.
მეორე საჯარო სკოლის ახალი, თანამედროვე შენობის მშენებლობა უახლოეს პერიოდში დაიწყება, ამ ეტაპზე კი, მოსწავლეები სასწავლო პროცესს პირველი საჯარო სკოლის შენობაში აგრძელებენ, რის გამოც სწავლა დღის მეორე ნახევარში მიმდინარეობს.
„ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში ბავშვებს ჰქონდეთ თანამედროვე, უსაფრთხო და კომფორტული გარემო, სადაც ისინი ცოდნის მიღებასა და განვითარებას შეძლებენ. მეორე საჯარო სკოლის ახალი შენობის პროექტი სწორედ ამ მიზანს ემსახურება. სკოლის მშენებლობისთვის მნიშვნელოვანი ეტაპები უკვე მიმდინარეობს, ჩვენი მთავარი ამოცანაა, პროექტი ხარისხიანად განხორციელდეს და მოსწავლეებსა და მასწავლებლებს მალე ჰქონდეთ თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სკოლა. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით მომავალშიც გავაგრძელებთ მუშაობას იმისთვის, რომ განათლების სფეროში ინფრასტრუქტურული პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდეს“, – განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მსგავსი ინფორმაცია:

განცხადება

6 აპრილს სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნება

„სტარტაპ თაობა“ – ახალგაზრდების ციფრული უნარების განვითარება აბაშაში

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ღონისძიებები ხორციელდება.

პირველ საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ჰუმანიტარული ტვირთის შეგროვება მიმდინარეობს

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარი დაიხარჯება.

ინფრასტრუქტურის მინისტრი აბაშაში

მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია...

აბაშის მუნიციპალიტეტი ახალ ინიციატივას - სახელწოდებით ,,მოდით ვიმოძრაოთ" (Let’s Move) შეუერთდა












