აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში აბაშელ ახალგაზრდებთან არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს თემაზე: ჰიგიენა, უსაფრთხო წყალი და სანიტარია.
ახალგაზრდები გაეცნენ covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ არსებულ პრევენციულ ღონისძიებებს, პანდემიის დროს პირადი დაცვის საშუალებების სწორად და მიზნობრივად გამოყენების მნიშვნელობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწე, კონსტანტინე ხარძიანი და სპეციალისტი ახალგაზრდულ საქმეთა საკითხებში, ლაშა ცომაია.
შეხვედრის დასასრულს, გაეროს ბავშვთა ფონდის ჯანმრთელობის პროგრამების ხელმძღვანელმა ნანა ფრუიძემ და „ჰელფინგ ჰენდ“-ის წარმომადგენელმა ნინო თოდუამ ახლგაზრდებს პირველადი ჰიგიენის მოხმარების სასაჩუქრე ნაკრები გადასცეს. დარიგდა საინფორმაციო ფლაერები.
არასამთავრობო ორგანიზაცია „ჰელფინგ ჰენდ“-ი მართავს საგანმანათლებლო და კულტურულ სხვადასხვა ღონისძიებას, აქტიურად ახორციელებს მოხალისეობრივ პროექტებს საქართველოს მასშტაბით.
პროექტის მხარდამჭერია გაეროს ბავშვთა ფონდი და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო.
ინიციატივის „ახალგაზრდების ჩართულობა ჰიგიენის ხელშეწყობისათვის კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ“ მიზანია ქვეყანაში ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია, ასევე, პანდემიის პირობებში ჰიგიენის დაცვის განსაკუთრებული მნიშვნელობისა და სანიტარული პრაქტიკების საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლება.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშაში მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

ილია თოფურია UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონია

ხვალიდან პენსია იზრდება

ინფრასტრუქტურის მინისტრი აბაშაში

საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

„აბაშობის“ სადღესასწაულო ღონისძიებებისთვის მზადება მიმდინარეობს

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა

ვაჟა-ფშაველას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

„ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

აბაშა 2025 წლის მოლოდინში












