1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა

1989 წლის 9 აპრილს დატრიალებული ტრაგედიიდან 32 წელი გავიდა. ქართველმა ერმა თამამად გამოხატა სწრაფვა თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისაკენ, ამ დღეს დაიღვარა სამშობლოსათვის თავგანწირულ მამულიშვილთა სისხლი.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან ერთად პატივი მიაგო 9 აპრილის ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნას და მემორიალი ყვავილებით შეამკო.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებთან ერთად, 9 აპრილის გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს: მოქანდაკემ, ზენერ ჩაგანავამ, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ წევრებმა.
დაღუპულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა დეკანოზმა კონსტანტინე კაჭარავამ.
საქართველოს ისტორიაში 9 აპრილი ორ მნიშვნელოვან თარიღს უკავშირდება_1989 წლის ტრაგედიასა და დამოუკიდებლობის აღდგენას 1991 წელს.
1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო სამხედრო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა.
9 აპრილიდან ზუსტად ორი წლისთავზე, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესმა საბჭომ, ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტი მიიღო.

მსგავსი ინფორმაცია:
პროექტ თვითმმართველობის პარკის პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტ "თვითმმართველობის პარკის" პრეზენტაცია გაიმართა.

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუ...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუ...

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურა

აბაშის მუნიციპალიტეტში, უხვი ნალექის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურა

ახალგაზრდული დღეები   აბაშა-2023 წელი

ახალგაზრდული დღეები აბაშა-2023 წელი

დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

დასასვენებელი სივრცეების მოწყობა მიმდინარეობს

უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა

უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

საბავშვო ბაღებსა და სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

„მუსიკალური საღამო“ გაიმართება

„მუსიკალური საღამო“ გაიმართება

2022 წლის საპროექტო წინადადებები

2022 წლის საპროექტო წინადადებები

12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

12 ივნისს მეხანძრე-მაშველის დღე აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით წარმატებული სტუდენტები დაჯილდოვდებიან

Skip to content