სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო

🔹აბაშის მუნიციპალიტეტში, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი დაიწყო. დასაფინანსებელი პროექტები სოფლებში მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და სოფლის კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა. პრიორიტეტული პროექტების გამოსავლენად, საერთო კრებები და კონსულტაციები ნორიოს ადმინისტრაციული ერთეულის ექვსივე სოფელსა და წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში გაიმართა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს ესწრებოდნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, გიგა ჯვარელია და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
🔹სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასაფინანსებელი პროექტების კატეგორიებია: სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები და ა. შ), სარწყავი სისტემები, სანიაღვრე არხები, ნაპირსამაგრი სამუშაოები, გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა, ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები, გარე განათება, სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი, ამბულატორიის შენობები, სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი, სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით, წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი, სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა, მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა, გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
🔹აბაშის მუნიციპალიტეტისთვის „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 500 000 ლარია გამოყოფილი.
🔹მოსახლეობამ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ საკითხზე გაამახვილა ყურადღება, გამოიკვეთა კონკრეტული წინადადებები.
➡️ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის გადაწყვეტილებით შეირჩა დასაფინანსებელი პროექტები: სანიაღვრე არხების ამოწმენდა, სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობა, გარე-განათება, მოხრეშვითი სამუშაოები, სკვერის კეთილმოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა (სიჩქარის შემზღუდავი), სასაფლაოს მიმდებარედ წყალსაწრეტ არხზე ჯებირის მოწყობა.
➡️წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში სასაფლაოს ტერიტორიის კეთილმოწყობა.
🔹აბაშის მუნიციპალიტეტის 15 ადმინისტრაციულ ერთეულში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით მოსახლეობასთან კონსულტაციები ეტაპობრივად გაიმართება.

 

გამოგვიწერეთ
გვიყურეთ
მოგვწერეთ
RSS
Skip to content