აბაშის მუნიციპალიტეტში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა.
დასუფთავების აქცია, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ ორგანიზებით და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში ჩატარდა.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღისადმი დაგეგმილ დასუფთავების აქციაში, აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, მოადგილეებთან და მერიის სხვადასხვა სამსახურის, ა(ა)იპ-ების თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდა.
დასუფთავების აქციას შეუერთდა გაეროს ბავშვთა ფონდისა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,ჰელფინგ ჰენდის’’ საგანმანათლებლო პროექტის, ,,მოხალისე წყლის ადვოკატების’’ მოხალისე ლიდერი, ელენე ზანთარაია.
აქციის ფარგლებში დასუფთავდა მდინარეების ნაპირები და ადმინისტრაციულ ერთეულებში არტეზიული ჭების მიმდებარე ტერიტორიები.
წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე, მსოფლიოს მასშტაბით 1993 წლიდან, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით ყოველ წელს აღინიშნება.
ღონისძიება მიზნად ისახავს უსაფრთხო წყლის მნიშვნელობისა და გლობალური წყლის კრიზისის შესახებ ცნობიერების ამაღლებას.
.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს 2024 წლის პირველი სხდომა გაიმართა

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა

რკინიგზის სადგურის შენობის რებილიტაცია მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტს, ჯგუფი „ეგარი“ ეწვია

„სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტები

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

ღირსებით ევროპისკენ

ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრა გაიმართა

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულის საჯარო სკოლაში შეხვედრა გაიმართა

7X7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის „მასტერ ლიგის“ მუნიციპალური ეტაპი დაიწყო.

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება










