დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში, საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ მასობრივი ვაქცინაცია ჩატარდა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები, ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლები, მოქალაქეები.
ვაქცინაცია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული რეგულაციების სრული დაცვით ჩატარდა.
საოჯახო მედიცინის ცენტრ „შანში“ 4 ამცრელი ბრიგადა მუშაობს. კლინიკა მზად არის ყოველდღიურ რეჟიმში მოემსახუროს მოქალაქეებს.
აცრაზე რეგისტრაცია შესაძლებელია, როგორც ელექტრონული პორტალის – https://booking.moh.gov.ge მეშვეობით, ასევე, ვაქცინაციის მსურველებს დარეგისტრირება შეუძლიათ პირდაპირ კლინიკაში ვიზიტის დროსაც. გარდა ამისა, ვაქცინაციაზე რეგისტრაციისთვის მოქმედებს ერთიანი სამთავრობო ცხელი ხაზის სპეციალური ნომერი – 144-3.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ინფექციისაგან თავდაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა!
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის უწყებები და კვალიფიციური ექიმები რეკომენდაციას უწევენ COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.
მსგავსი ინფორმაცია:

საკონსულტაციო შეხვედრები მოსახლეობასთან

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ახალგაზრდული დღეები -აბაშა 2024“ დაიწყო

უამინდობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

მოქმედი და დაგეგმილი მუნიციპალური სოციალური პროგრამები

ნინი ლიპარტია ბრინჯაოს პრიზიორია

აბაშის მერი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი აბაშის ეროვნულ საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა

აბაშაში უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართება

მოქალაქეთა მიღება გაიმართა

საკრებულოს N2 სხდომა.

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით მოსწავლეებმა ლიტერატურული კომპოზიცია წარმოადგინეს















