აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან ერთად სოფელ მაცხოვრის კარის, დანიელ თოფურიას სახელობის საჯარო სკოლაში იმყოფებოდა.
მაცხოვრის კარის საჯარო სკოლამ გასულ წელს ავტორიზაცია მოიპოვა, 60 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა 2021 წელს აშენდა და სასწავლო პროცესი თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში მიმდინარეობს. შენობა აღჭურვილია ახალი ინვენტარით, არის კლას-კაბინეტები, ლაბორატორია, ბიბლიოთეკა და კომპიუტერული კლასი, შენობა ადაპტირებულია შშმ პირებზე.
მერმა პედაგოგებს, მოსწავლეებს მიულოცა საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვება, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. გიგა გაბელაიამ მადლობა გადაუხადა პედაგოგებს წარმატებული პროფესიული საქმიანობისათვის.
“ჩვენი მთავრობის გადაწყვეტილებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად მასშტაბური ღონისძიებები მიმდინარეობს, აბაშის მუნიციპალიტეტში დაგეგმილია 2 ახალი სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს სამი სკოლის რეაბილიტაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული მოსწავლისა და მასწავლებლისთვის, ყველა მოქალაქისთვის.
არსებულ გამოწვევებზე, საჭიროებებზე ვისაუბრეთ სოფელ მაცხოვრის კარის სკოლის ახალგაზრდებთან შეხვედრაზე, რადგან ახალგაზრდობა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილია, რომელმაც ცვლილებებისა და განვითარების პროცესში გარდამტეხი ინიციატორის როლი უნდა შეასრულოს. მნიშვნელოვანია მათი ცოდნისა და უნარების ათვისებისთვის აუცილებელ სერვისებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, მათი საჭიროებების შესწავლა და რეაგირება ადგილობრივ დონეზე, რაც ქმნის გარემოს ახალგაზრდების და შესაბამისად, საზოგადოების განვითარებისთვის. საამაყოა, რომ ამ სკოლას არაერთი ღირსეული თაობა აღუზრდია და დარწმუნებული ვარ ეს ახალგაზრდები ასახელებენ სკოლას, მუნიციპალიტეტს“-განაცხადა გიგა გაბელაიამ.
მუნიციპალიტეტის მერი საჯარო სკოლებში შეხვედრებს აგრძელებს.
მსგავსი ინფორმაცია:

ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით საზეიმო მსვლელობა მოეწყო

ნიჩბოსნების მორიგი წარმატება

აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მარნის კულტურის სახლში სპექტაკლი „ხალდე“ გაიმართება

აბაშის მუნიციპალიტეტის სპორტსმენებმა წარმატებებს მიაღწიეს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ,,ქართული მუსიკის კონცერტი“ გაიმართა

14 აპრილს დედაენის დღე აღინიშნება

ფეინთბოლის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

მწუხარებას გამოვთქვამთ - ილია II-ის გარდაცვალების გამო

აბაშის მერი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა
ძვირფასო მასწავლებლებო, გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

იურიდიული დახმარების სამსახურის წარმომადგენლები საჯარო მოხელეებს შეხვდნენ

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება










