აბაშის მერი საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებს შეხვდა

ახალი სასწავლო-სააღმზრდელო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრას მერის პირველი მოადგილე ირაკლი პერტენავა, მერის მოადგილე გიგა ჯვარელია, ა(ა)იპ „აბაშის სკოლამდელი და სკოლის გარეშე სააღმზრდელო დაწესებულების“ უფროსი დარეჯან ელიაძე და შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს საბავშვო ბაღებში არსებული მდგომარეობა, სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესის შეუფერხებლად წარმართვისთვის საჭირო საკითხები და ბაღების ხელმძღვანელების მიერ წარმოდგენილი საჭიროებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აღსაზრდელებისთვის უსაფრთხო, მოწესრიგებული და კომფორტული გარემოს შექმნას, კვების ხარისხის უზრუნველყოფას, ასევე სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სათანადოდ დაცვას.
შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს სამომავლო გეგმებსა და პრიორიტეტებზე, რათა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი მთელი წლის განმავლობაში შეუფერხებლად და ეფექტიანად წარიმართოს.
აბაშის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილია კვების პროდუქტებით, სათანადო სანიტარიულ – ჰიგიენური საშუალებებითა და აუცილებელი ინვენტარით. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საბავშვო ბაღებში 480-მდე აღსაზრდელი ირიცხება.
აბაშის მუნიციპალიტეტში სკოლამდელი განათლების ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა აბაშის N1 ბაგა-ბაღს, მაიდნისა და სოფელ მარნის საბავშვო ბაღებს. ამასთან, სამიქაოში, კეთილარში, ნაესაკოვოსა და სუჯუნაში აშენდა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი, 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღები.
ამ ეტაპზე ახალაშენებულ საბავშვო ბაღებში შესაბამისი ინვენტარის განთავსებისთვის მუშაობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულებამდე, ამ დაწესებულებებში სააღმზრდელო პროცესის განახლება მიმდინარე წლის სექტემბერში ვერ ხერხდება, ამ ბაღების აღსაზრდელები, მშობლების სურვილის შესაბამისად, ახლომდებარე მოქმედ საბავშვო ბაღებში გადანაწილდნენ.
მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად მუშაობს იმისთვის, რომ ახლად რეაბილიტირებულმა და ახლად აშენებულმა საბავშვო ბაღებმა ფუნქციონირება სრულად აღჭურვილ და თანამედროვე სტანდარტების შესაბამის გარემოში უმოკლეს ვადაში შეძლონ.
სკოლამდელი ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით, მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულია ტენდერი ქოლობანში ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობაზე. ასევე, დაგეგმილია რამდენიმე საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია.
აბაშის მუნიციპალიტეტი მომავალშიც გააგრძელებს სკოლამდელი განათლების სფეროს მხარდაჭერას, თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნასა და ბავშვებისთვის უსაფრთხო და ხარისხიანი სააღმზრდელო გარემოს უზრუნველყოფას.

 

მსგავსი ინფორმაცია:
ევროპის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ევროპის კვირეულის ფარგლებში ღონისძიება გაიმართა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის  ნიშის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ნიშის მოწყობა უახლოეს დღეებში დაიწყება

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

მერიაში სამუშაო თათბირი გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

„ახალგაზრდული დღეები“ დაიწყო!

„ახალგაზრდული დღეები“ დაიწყო!

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

უფასო სამედიცინო გამოკვლევები

საახალწლო კონცერტი გაიმართა

საახალწლო კონცერტი გაიმართა

რა კეთდება აბაშელებისთვის 2013-2020 წლები

რა კეთდება აბაშელებისთვის 2013-2020 წლები

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

დღეს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი დასრულდა

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

აბაშელი ფეხბურთელები პროფესიულ ლიგაში ითამაშებენ

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

კეთილარის ადმინისტრაციულ ერთეულში შეხვედრა გაიმართა

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

Skip to content