აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება.
სოფელ საგვაზაოში N1 და N 3 ქუჩების მოასფალტების შემდეგ, სამუშაოები ძველი აბაშა-ონტოფოს დამაკავშირებელ 3.5 კმ-მდე გზაზე პირველი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მერიის ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან, ონტოფოს ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთან ამირან ნადარეიშვილთან და მშენებელი კომპანიის წარმომადგენელთან ერთად გაეცნო.
აღსანიშნავია, რომ სოფლის ამ მონაკვეთში ასფალტირებული გზა არ არსებობდა და საგზაო ინფრასტრუქტურა ავარიული იყო.
პროექტის ფარგლებში ასფალტო-ბეტონის საფარი უკვე დაიგო:
სოფელ საგვაზაოში #1 და ქუჩა #3 ქუჩებზე.
სოფ. ნაესაკოვოს N8 ქუჩაზე.
ქ. აბაშაში აკაკის ქუჩის IV შესახვევში.
უახლოეს ხანებში ასფალტის საფარი დაიგება:
სოფ.ზანათში ახალსოფლის უბნის N6 ქუჩაზე.
სოფ. სამიქაოში დარცემლიძეების უბანში და ჩორგოლაშვილების უბანში.
პროექტის ფარგლებში ჯამში 12-კმ-მდე გზაზე ჩატარდება სარეაბილიტაციო სამუშაოები, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2 840 000 ლარი იხარჯება.
მსგავსი ინფორმაცია:

სხვა საქართველო სად არის

აბაშის მუნიციცპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის 14 პროექტი განხორციელდა

გილოცავთ შობა-ახალ წელს

საპრეზენტაციო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრა ახალ წამახალისებელ პროგრამებთან დაკავშირებით

ნაერთი ბალანსი 2022 წელი

ინფრასტრუქტურული სამუშაოები გრძელდება

შეხვედრა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან

საბაზო საფეხურის წარჩინებული კურსდამთავრებულები დაჯილდოვდნენ

საინფორმაციო ტური აბაშაში

ეროვნული სამოსის დღე აბაშის მუნიციპალიტეტშიც აღინიშნა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი აბაშის ეროვნულ საცხენოსნო სპორტულ კლუბში იმყოფებოდა

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო









