გილოცავთ შობა-ახალ წელს

გილოცავთ შობა-ახალ წელს!
2026 წელი სიკეთის, სიჯანსაღის, მადლის, ბარაქის მომტანი ყოფილიყოს თითოეული აბაშელისა და სრულიად საქართველოსთვის!
შობა-ახალ წელს ვულოცავ საქართველოს ფარგლებს გარეთ, ემიგრაციაში მცხოვრებ თანამემამულეებს, ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს. განსაკუთრებული პატივისცემით ვულოცავ ჩვენს ძირძველ კუთხეს — აფხაზეთსა და ოს და-ძმებს. გვწამს, რომ ურთიერთპატივისცემითა და თანადგომით ერთად შევქმნით ჩვენი ქვეყნის ღირსეულ და მშვიდობიან მომავალს.
განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი იმ ადამიანებს, რომლებიც 24-საათიან რეჟიმში, შეუფერხებლად ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე — ექიმებს, მაშველებს, სამართალდამცველებს, სამხედროებს და ყველა იმ ადამიანს, ვინც თავდაუზოგავი შრომით ემსახურება ქვეყანასა და საზოგადოებას.
ახალი წელი განვლილი გზის შეჯამებისა და მომავლის გეგმების დასახვის დროა. 2025 წელს, ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერითა და ჩვენი მოსახლეობის თანადგომით, შევძელით მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ეს იყო შრომის, პასუხისმგებლობისა და რეალური შედეგების წელი.
2026 წელი იქნება მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული უმნიშვნელოვანესი პროექტების გაგრძელების, ახალი ინიციატივების დაგეგმვისა და მათი წარმატებით განხორციელების წელი — ჩვენი მუნიციპალიტეტის კიდევ უფრო განვითარებისა და კეთილდღეობის გასაძლიერებლად.
მჯერა, რომ ერთობით, შრომითა და პასუხისმგებლობით შევძლებთ დასახული მიზნების შესრულებას, 2026 წელს გვექნება უფრო მეტი წინსვლა, განვითარება.
კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს!
გიგა გაბელაია,
აბაშის მუნიციპალიტეტის მერი

მსგავსი ინფორმაცია:
ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის

ჰუმანიტარული დახმარების პირველი ტვირთი უკრაინაში გასაგზავნად მზად არის

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი სკვერების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

2022 წლის მოსახლეობასთან შეხვედრის ოქმები

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

სკოლებში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის პრეზენტაცია გაიმართა

დასუფთავების მსოფლიო დღე

დასუფთავების მსოფლიო დღე

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

ანსამბლ „ჰარირას“ ფოლკლორის საღამო აბაშაში

ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი

ფოლკლორის VII საერთაშორისო ფესტივალი

სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

სააღდგომო საჩუქარი აფხაზეთიდან დევნილებს

ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

ნაძვის ხე საზეიმოდ აინთო

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მერმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

მერმა გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში წარადგინა

აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშაში სოფლის ამბულატორიების სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

ახლადარჩეული მერი უფლებამოსილების განხორციელებას შეუდგა

Skip to content