საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, აბაშის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა.
26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, სამხედრო ტექნიკა პირველად გამოიფინა, მოქალაქეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სამხედრო სპეცტექნიკას და აღჭურვილობას.
ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო განყოფილებისა და სიმღერის სპეციალობის მოსწავლეების მონაწილეობით ქართული მუსიკის კონცერტი გაიმართა.
გამოიფინა ხელოვნების სკოლის სამხატვრო განყოფილების მოსწავლეთა ნამუშევრები.
17:10 საათზე შესრულდა საქართველოს ეროვნული ჰიმნი.
ღონისძიებები აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის შემოქმედებითი გუნდების, ინდივიდუალური შემსრულებლების მონაწილეობით, საზეიმო კონცერტით დასრულდა.
ღონისძიებას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მარტვილის, აბაშის, წალენჯიხისა და ჩხოროწყუს დელეგატი საქართველოს პარლამენტში ილია ინჯია, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
მსგავსი ინფორმაცია:

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს

სახალხო დღესასწაული "კონსტანტინეობა" -2025 გაიმართა

სოციალური პროგრამები

აბაშაში სოფელ გულეიკარის ახალი საჯარო სკოლის მშენებლობა დასრულდა

გილოცავთ დედის დღეს

აბაშაში მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო სკრინინგი გაიმართა

სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება იწყება

აბაშაში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს „აბაშა – 2026“ უმასპინძლა

აბაშის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 457 505 ლარი გამოეყო

ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გაეროს განვითარების პროგრამის ორგანიზებით გამართულ შეხვედრაში მონაწილეობ...

გზების რეაბილიტაცია გრძელდება













