ნოღოხაშის საჯარო სკოლაში პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაცია მიმდინარეობს.
სასკოლო ფორმების რეალიზაციის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარე იასონ კიზირიასთან, მოადგილეებთან და აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ კობა გაბელაიასთან ერთად გაეცნო.
ადგილობრივი ხელისუფლებისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები მშობლებსა და პირველკლასელებს შეხვდნენ, მათ პატარებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და წარმატებები უსურვეს.
14 სექტემბრის ჩათვლით, პირველკლასელთა მშობლებს სასკოლო ფორმის შეძენის შესაძლებლობა აქვთ ნოღოხაშის საჯარო სკოლაში, ასევე ონლაინ, ელექტრონული პლატფორმის — http://formebi.emis.ge — საშუალებით.
სასკოლო ფორმები უსასყიდლოდ გადაეცემათ პირველკლასელებს, რომლებიც:
რეგისტრირებულნი არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მათი ოჯახის სარეიტინგო ქულა 65 001-ზე ნაკლებია;
ჩართულნი არიან მინდობით აღზრდის სახელმწიფო პროგრამაში;
განთავსებულნი არიან მცირე საოჯახო ტიპის სახლებში;
ჩართულნი არიან მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრის მომსახურებაში;
განთავსებულნი არიან თბილისის ბავშვთა სახლში;
არიან მრავალშვილიანი ოჯახების წევრები (4 და მეტი შვილი) და მათი სარეიტინგო ქულა არის 65 001-დან 120 000 ქულამდე.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში დაწყებული საომარი მოქმედებების შედეგად ვერ ახერხებენ უკრაინის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებას და ჩარიცხულნი არიან საქართველოს საჯარო სკოლებში.
სასკოლო ფორმების პროგრამა მიზნად ისახავს, რომ ყველა მოსწავლემ ახალი სასწავლო წელი თანაბარ პირობებში, ღირსეულად და სასიამოვნო გარემოში დაიწყოს.
მსგავსი ინფორმაცია:

სოფელ მარნის უნიკალური კულტურის სახლის რეაბილიტაცია იწყება

„სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტები

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ დავით კაჭარავას 100 წელი შეუსრულდა

დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

დღეს აბაშის მუნიციპალიტეტში ლაშა შალამბერიძემ თხილის წარმოების სუბსიდირების პროგრამასთან დაკავშირები...

საჩუქრები მზრუნველობამოკლებულებს.

31 დეკემბერი-ახალი წლის ღამე!

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

სენაკის ტექნოპარკის წარმომადგენლები აბაშელ ახალგაზრდებს შეხვდნენ

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2026 ...

უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა აბაშის მუნიციპალიტეტში











