აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, იასონ კიზირიასთან, მოადგილეებთან და სკოლის დირექტორთან ერთად, პირველი საჯარო სკოლის გადახურვის სამუშაოების მიმდინარეობას გაეცნო.
რეაბილიტაციის სამუშაოები დასრულების ეტაპზეა. პროექტის ფარგლებში გამოიცვალა სკოლის ძირითადი კორპუსისა და სპორტდარბაზის სახურავი, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს სკოლის ინფრასტრუქტურას.
მერის განცხადებით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია, რათა მოსწავლეებსა და პედაგოგებს სწავლისა და მუშაობისთვის სათანადო პირობები ჰქონდეთ.
ამ მიზნით, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სკოლაში ეტაპობრივად ხორციელდება. უკვე დასრულდა წყემის საჯარო სკოლის სპორტული დარბაზის რეაბილიტაცია, ტყვირის, სამიქაოს, ზანათისა და გეზათის საჯარო სკოლებში ჩატარდა მცირე ინფრასტრუქტურული სამუშაოები, კვათანის სკოლაში მიმდინარეობს ცენტრალური გათბობის მოწყობის სამუშაოები.
სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება, რათა აბაშის მუნიციპალიტეტის თითოეულ სკოლაში იყოს ღირსეული, უსაფრთხო და თანამედროვე სასწავლო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ხარისხიანი განათლების მიღებას.
მსგავსი ინფორმაცია:

რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს

აბაშაში გარე განათების ქსელი მოეწყო

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

ღირსებით ევროპისკენ

აბაშის მუნიციპალიტეტში სოციალური შემწეობის მიმღები პირების დასაქმებას

აბაშელი ჰოკეისტები საქართველოს ჩემპიონები გახდნენ

აბაშის მუნიციპალიტეტში ახალი აგრობაზრის მშენებლობა დაიწყო

მაცხოვრისკარში ახალი სკოლა შენდება

წარმატებული სტუდენტების დაჯილდოებისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება დაიწყო

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები

ეს დღე ჩვენია

საქართველო ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალშია

საშობაო მსვლელობა გაიმართა







