მარნის კულტურის სახლში, საქართველოს კულტურის სამინისტროს, „შემოქმედებითი საქართველოსა“ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, თეატრმა „ეპიცენტრი“ მაყურებელს სპექტაკლი – „სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი“ წარუდგინა.
სპექტაკლს აბაშის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი საზოგადოებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.















