დღეს საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღე აღინიშნება.
ამ დღესთან დაკავშირებით, აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ და საკრებულოს თავმჯდომარემ, მამუკა კვიტაშვილმა, სხვა სამსახურების წარმომადგენლებმა, საზოგადოებრივი მოძრაობა „ეროვნულების“ წევრებმა ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალური ქვა ყვავილებით შეამკეს და პატივი მიაგეს საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრთან არსებული სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ „ჰარირას“ მიერ შესრულდა ხალხური სიმღერა „ქართველო ხელი ხმალს იკარ“.
„ზვიად გამსახურდია თავის სულიერ ძმასთან, მერაბ კოსტავასთან ერთად, მეოცე საუკუნის 70-80-იანი წლების საქართველოში ეროვნული მოძრაობის სულისჩამდგმელი იყო, მათ ილიას გზით, მოწამეობრივი გზით იარეს და თავი სამშობლოს თავისუფლებისთვის გადადეს.
სიმბოლურია, რომ 1991 წლის 31 მარტს – 30 წლის წინ, მთელი საქართველოს მასშტაბით ჩატარდა რეფერენდუმი სადაც ქართველმა ხალხმა გამოხატა ნება, რომ აღდგენილიყო საქართველოს დამოუკიდებლობა. რეფერენდუმში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობამაც. მონაწილეთა 99 პროცენტმა მხარი დაუჭირა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. ამ პროცესებში უდიდესია ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას როლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბაშის მუნიციპალიტეტში, იქ, სადაც ახლა ეროვნული გმირების მემორიალური ქვაა, ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას ძეგლები აღიმართება, მათი და ყველა იმ გმირის პატივსაცემად, ვინც თავი შესწირა და საფუძველი დაუდო დამოუკიდებელი საქართველოს ჩამოყალიბებას. აუცილებელია დაფასდეს მათი ღვაწლი და გადაეცეს მომავალ თაობებს. ჩვენი ვალია, პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.
მსგავსი ინფორმაცია:

სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

განცხადება

გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს!

შენდება ახალი აგრობაზარი

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში დასახლების საერთო კრებები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2026 ...

21 მარტი დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა

აბაშის მუნიციპალიტეტში, ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გავლით სოფ. ზანათამდე, გზის ასფალტობეტონით მო...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

აბაშის სოფლებში 15 კილომეტრამდე მოცულობის გზების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს





