აბაშის მუნიციპალიტეტის დასახლებებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში, დასაფინანსებელი პროექტების შერჩევის მიზნით, დასახლების საერთო კრებები და ამომრჩევლებთან კონსულტაციები 8 თებერვლიდან დაიწყება.
2025 წელს, აბაშის მუნიციპალიტეტში, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 500 000 ლარი დაიხარჯება.
თითოეულმა სოფელმა ინფრასტრუქტურული პროექტის განსახორციელებლად თანხა მოსახლეობის რაოდენობის გათვალისწინებით მიიღო. ადგილობრივი მაცხოვრებლები ხმათა უმრავლესობით თავად გადაწყვეტენ, რას მოხმარდება დასახლებისთვის გამოყოფილი თანხა.
შეხვედრები მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება.
განიხილება საპროექტო წინადადებები შემდეგი მიმართულებით:
სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, სათავე ნაგებობები, გამწმენდი ნაგებობები, ჭა და ა. შ)
სარწყავი სისტემები
სანიაღვრე არხები
ნაპირსამაგრი სამუშაოები
გზები და გზისპირა მოსაცდელები; აგრეთვე, ტროტუარები და გზის შემადგენელი სხვა ინფრასტრუქტურა
ხიდები, ცხაურები, ხიდ-ბოგირები, გადასასვლელები
გარე განათება
სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა
სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი
ამბულატორიის შენობები
სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი
სკვერები, მათ შორის, საბავშვო სკვერები, შესაბამისი ინვენტარით, აგრეთვე, სარეკრეაციო სივრცეები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით
წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი
სასაფლაოს შემოღობვა და კეთილმოწყობა
გეოგრაფიული ობიექტების სახელდებისა და დამისამართების შესაბამისად, შესაბამისი ნიშნების, აგრეთვე ტურისტული ადგილების მიმანიშნებელი ნიშნების განთავსება.
მსგავსი ინფორმაცია:

მარნის კულტურის სახლში თინათინ მღვდლიაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება დაიწყო

104 წლის ვეტერან დავით კაჭარავას ფაშიზმზე გამარჯვების დღე მიულოცეს

„ახალგაზრდული დღეების“ ფარგლებში მინი ფეხბურთის ჩემპიონატი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში 120-კმ გზაზე გარე განათების ქსელი მოეწყობა.

ასფალტის საფარის მეორე ფენის დაგება მიმდინარეობს

სოფლის მხარდაჭერის პროგრამა

გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

17 წლის ჩათვლით ბავშვებისთვის დახმარების ჩარიცხვა დაიწყო

აბაშის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება

9 იანვარი გლოვის დღედ გამოცხადდა

