აბაშის მუნიციპალიტეტში, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული კორონავირუსის პრევენციის ღონისძიებების ფარგლებში, სს “ევექსის“ კლინიკების აბაშის კლინიკის ბაზაზე „ცხელების ცენტრი“ ამოქმედდა.
„ცხელების ცენტრი“ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ, დავით ვერავამ და აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ დაათვალიერეს. ხელისუფლების წარმომადგენლები „ევექსის“ აბაშის კლინიკის დირექტორს, სოსო ქოიავას და მედპერსონალს შეხვდნენ, ადგილზე გაეცვნენ არსებულ ვითარებას.
„ცხელების ცენტრში“ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები მოქმედებს, რომელიც მკაცრად კონტროლდება. ცენტრში 3 იზოლირებული პალატაა. დაწესებულებას მხოლოდ ის პაციენტები მიმართავენ, რომელთაც რესპირატორული ინფექციის სიმპტომები და ტემპერატურა აქვთ. დადგინდება ეპიდანამნეზი, რესპირატორული ინფექციის სიმპტომებისა და ტემპერატურის მქონე პაციენტებზე, 24-საათიანი დაკვირვება და ლაბორატორიული კვლევები ჩატარდება. სწორედ ამის შემდეგ გადაწყდება უნდა მოხდეს ამ პაციენტის სტაციონარში გადაყვანა თუ შემდგომი მონიტორინგი ბინაზე.
ცხელების ცენტრების შექმნის მიზანს, ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი ვითარების კიდევ უფრო უკეთ წარმართვა წარმოადგენს.
მსგავსი ინფორმაცია:

საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება

აბაშის საცხენოსნო იპოდრომმა ეთნოსპორტის ფესტივალს უმასპინძლა

საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროცესი გრძელდება

აბაშის მუნიციპალიტეტში სასკოლო სპორტული ოლიმპიადა მიმდინარეობს

31 მაისს პოლიციელის დღე აღინიშნება

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

მერის მილოცვა სკოლადამთავრებულებს

გილოცავთ დედის დღეს

საახალწოდ განათებული აბაშა

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

"აბაშობა-2023“-ის ფარგლებში სხვადასხვა საზეიმო ღონისძიება მიმდინარეობს

სოციალური დახმარების გაცემის კომისიის სხდომა გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართა



