მნიშვნელოვანი საგზაო ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება აბაშის მუნიციპალიტეტში.
დასრულების ეტაპზეა:
მარნის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მარანჭალაში გზის რეაბილიტაცია, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარი დაიგო N9, N5 და N3 ქუჩებზე.
გზის რეაბილიტაცია ნორიოს ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ მაცხოვრის კარიდან სოფელ ძვ. აბაშის მიმართულებით.
ქ. აბაშაში ჯორჯიკიას ქუჩისა და პატარა ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა ასფალტო-ბეტონის საფარით.
აქტიურად მიმდინარეობს სამუშაოები საბოკუჩაოში, სადაც ასფალტო-ბეტონის საფარის მეორე ფენა იგება N2 და N3 ქუჩებზე.
სამუშაოებს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, პირველ მოადგილესთან, ირაკლი პერტენავასთან და შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
ამ ეტაპზე, საგზაო ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა სულ 12 კმ-მდე გზაზე, რომლის ღირებულება 2 672 275 ლარს შეადგენს. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება.
მსგავსი ინფორმაცია:

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით საზეიმო ღონისძიება გაიმართა

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები დასრულდა

ბაშის მუნიციპალიტეტში გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

„ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში 120-კმ გზაზე გარე განათების ქსელი მოეწყობა.

ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი, ტარიელ მიქაძე წარადგინეს

სოხუმის დაცემიდან 29 წელი გავიდა

ჭადრაკში საფინალო ტურნირი გაიმართა

აბაშაში მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებისთვის სადილის შინ მიტანა გრძელდება

ხელოვნების სკოლა კონკურსის გამარჯვებულია

მუნიციპალიტეტში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება, ამ ეტაპზე 14 კმ-მდე გზა...

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას ახალი პატრიარქი ჰყავს







