შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღესთან დაკავშირებით, მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის ორგანიზებით, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვებისათვის და აბაშის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრის ბენეფიციარებისთვის გასართობი ღონისძიება მოეწყო.
მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, შეხვედროდნენ ზღაპრის გმირებს და ჩართულიყვნენ მრავალფეროვან გასართობ აქტივობებში.
ღონისძიებას მშობლებთან და პედაგოგებთან ერთად, მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში, მუნიციპალური სოციალური პროგრამების ფარგლებში მოქმედებს შშმ პირთათვის განკუთვნილი მიზნობრივი პროგრამები, რომლებიც წელიწადში ერთჯერად ფულად დახმარებას ითვალისწინებს.
მოქმედებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლის ასაკამდე) დახმარების პროგრამა, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის (I ჯგუფი)მქონე პირების დახმარების პროგრამა, სმენა დაქვეითებული, მეტყველების უნარის არ მქონე და ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე ავარიული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეების დახმარების პროგრამა.
,,შშმ ბავშვთა დღის ცენტრის” მომსახურებით მოსარგებლე ბავშვთა ხელშეწყობის პროგრამა ითვალისწინებს შშმ ბავშვთა ოჯახების ფინანსურ დახმარებას კვარტალურად, ,,მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების პროგრამის“ ფარგლებში, სამედიცინო მომსახურებასთან ერთად, შესაძლებელია ბავშვების (0-დან 18 წლამდე ) და შშმ პირების დაფინანსება, რომლებიც საჭიროებენ აბილიტაცია/რეაბილიტაციას სპეციალიზებულ ან სამედიცინო დაწესებულებებში.
მსგავსი ინფორმაცია:

პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე

აბაშის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

აბაშის ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ეკლესიაში ზენერ ჩაგანავას ნამუშევრების გამოფენა გაიმარ...

პირველი ნოემბრიდან, სამედიცინო დაწესებულებებში, მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფი...

აბაშაში სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციის პროგრამის განხორციელება იწყება

უამინდობისგან შექმნილი პრობლემები აღმოფხვრილია

„კონსტანტინეობა 2026“ გაიმართება

1989 წლის 9 აპრილს თბილისში დატრიალებული ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა

პოეტ ნანული გუნიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

ოლიმპიადაში გამარჯვებულების დაჯილდოება გაიმართა

14 იანვარს საქართველოს სახელმწიფო დროშის დღე აღინიშნება

წყემის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლად ზვიად კუპრეიშვილი წარადგინეს







