კონსტანტინე გამსახურდია – 127

“მე დავიბადე მსოფლიოს უმცირეს და უმოკლეს მდინარის პირას, მას ჰქვია სახელად ზანა…
მე მომიხდა რამდენიმე უნივერსიტეტში სწავლა – პეტერბურგში, კჲონიგსბერგში, ლაიპციგში, მიუნხენში, პარიზში, ბოლოს – ბერლინში. ყველგან და ყოველთვის მე მიხდებოდა გაჯიბრება გერმანელებთან, ებრაელებთან, პოლონელებთან, ამერიკელებთან, ფრანგებთან…
არავის ვუმხელდი, მაგრამ ჩემს თავს ვეუბნებოდი:
“შენ, ჰეჲ, მსოფლიოს უმცირეს მდინარის პირად შობილო ბიჭო,
არ გაჯობონ დიდი მდინარეების პირად დაბადებულთა!”
დღეს ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
კონსტანტინე გამსახურდია დაიბადა 1893 წლის 15 მაისს, სოფელ ძველ აბაშაში.
კონსტანტინე გამსახურდიამ 1911 წელს დაამთავრა ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზია. სწავლობდა პეტერბურგის, კენიგსბერგის, ლაიფციგის, მიუნხენის, ბერლინის უნივერსიტეტებში. მოიპოვა ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი. აქტიურად მონაწილეობდა ევროპაში ჩამოყალიბებული ”საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტის” მუშაობაში. იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბერლინის საელჩოს ატაშე.
მრავალგზის იყო რეპრესირებული საბჭოთა რეჟიმის დროს ეროვნული მოღვაწეობისათვის.
სამწერლო მოღვაწეობა დაიწყო როგორც პოეტმა და პუბლიცისტმა. პირველი ლექსი გამოაქვეყნა 1909 წ. წერდა კ. აბაშისპირელის ფსევდონიმით.
1939 წლის 31 მარტს, ქართველი მწერლის, კონსტანტინე გამსახურდიას ოჯახში დაიბადა მთარგმნელი, მწერალი, ფილოლოგი, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ლიდერი, საქართველოს პრეზიდენტი (1991 -1992 წლებში) ზვიად გამსახურდია.
„გახსოვდეს, ეს ცხოვრება მოსაწყენია, თუ ადამიანი არ იწევს რაიმე ზეაღმტაცი ამბებისთვის. ამის გარეშე სხვა ყველაფერი ემსგავსება იმ საცოდავ და უშინაარსო ცხოვრებას, რასაც ეწევიან ხოლმე მცენარეები და ცხოველები. თუნდაც ჩემი გამწარებული ცხოვრებაც რომ აიღო, მე რომ დიდი იდეების მოლაშქრედ არ წარმომედგინა ჩემი თავი, ვეღარ გავუძლებდი იმ ქარიშხლებს, რომელთა გადატანაც ასე თუ ისე შევძელი”_ეს სიტყვები მწერალმა თავის ვაჟს, ზვიად გამსახურდიას მისწერა, როცა იგი 16 წლის გახლდათ,
კონსტანტინე გამსახურდია გარდაიცვალა 1975 წელს. დაკრძალულია თბილისში, კოლხური კოშკის ეზოში.

მსგავსი ინფორმაცია:
აბაშის მუნიციპალიტეტში  საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების  სამუშაოები იწყება

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები იწყება

27 სექტემბერი — სოხუმის დაცემის დღე

27 სექტემბერი — სოხუმის დაცემის დღე

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

გილოცავთ პროფესიულ დღესასწაულს

რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

რკინა-ბეტონის არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

გზის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშაში 200-მდე მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დაირგო

აბაშაში 200-მდე მარადმწვანე წიწვოვანი მცენარე დაირგო

საახალწლო კონცერტი გაიმართა

საახალწლო კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში რეორგანიზაციის დაწყების შესახებ

სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სამუშაო შეხვედრა გაიმართა

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

გილოცავთ ახალ წელს!

გილოცავთ ახალ წელს!

ახალი წლის დღეები აბაშაში

ახალი წლის დღეები აბაშაში

სისხლის უანგარო   დონაციის  აქცია გაიმართა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერიაში მიწის სისტემური რეგისტრაციის რეფორმის ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრა...

Skip to content