დღეს დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსის, შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატის, კონსტანტინე გამსახურდიას დაბადების დღეა.
ტრადიციულ სახალხო ზეიმს, „კონსტანტინეობას“ აბაშის მუნიციპალიტეტი COVID-19-ის პანდემიის გამო განსხვავებულ ფორმატში შეხვდა, კონსტანტინე გამსახურდიას 128 წლის იუბილე მცირე ღონისძიებით აღინიშნა.
აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, ლევან მაკალათიამ, საკრებულოს თავმჯდომარესთან მამუკა კვიტაშვილთან ერთად ყვავილებით შეამკო ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში არსებული კონსტანტინე გამსახურდიას ბიუსტი.
„15 მაისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თარიღია აბაშელთათვის, ამ დღეს მსოფლიოს უმცირესი მდინარის პირას დაიბადა მსოფლიო დონის კლასიკოსი მწერალი, ჩვენი სასიქადულო მამულიშვილი, ქართველი მესიტყვე, კონსტანტინე გამსახურდია. ადამიანის სახელი განისაზღვრება მისი მოღვაწეობისა და სამშობლოს წინაშე აღსრულებული ვალის მიხედვით, ამიტომაც არის კონსტანტინე გამსახურდიას სახელი უკვდავი. სასიხარულოა, რომ სოფელ ძველ აბაშაში, ფონდი „ქართუს“ მხარდაჭერით, მწერლის სახლ-მუზეუმის სრული რეაბილიტაცია და კომპლექსის მშენებლობა მიმდინარეობს. სულ მალე აბაშის მუნიციპალიტეტს შეემატება კულტურული სივრცე, რომელიც საშუალებას მისცემს მომავალ თაობებს, სათანადო პატივი მიაგონ ღირსეულ წინაპარს”,-აღნიშნა ლევან მაკალათიამ.
დიდოსტატის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე ისაუბრა აბაშის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსმა, მერაბ მიგინეიშვილმა. პატარა დეკლამატორებმა წაიკითხეს კონსტანტინე გამსახურდიასადმი მიძღვნილი ლექსები და მწერლის ჩანაწერები.
კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ანსამბლ „ჰარირას“ მიერ შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები.
მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში გვიან ღამით მოსულმა უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა

გილოცავთ შობა-ახალ წელს

ბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია წარმატებულ აბაშელ სპორტსმენს, ძალოსან ლევან ოჩიგავას შეხვდ...

ასფალტობეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს

აბაშის მერი მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების დირექტორებს შეხვდა

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გა...

დუტუ მეგრელის 155 - ე წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა

პროექტი „ახალგაზრდა ლიდერი“ – სამდღიანი ტრენინგი დასრულდა

აბაშის მუნიციპალიტეტში, დედამიწის დღესთან დაკავშირებით დასუფთავების აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად გრძელდება

"ახალგაზრდული დღეები - აბაშა 2025“-ის ფარგლებში მუნიციპალური ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს სხდომა გაიმართა

მერი ამომრჩევლის წინაშე ანგარიშით წარსდგება






