დღეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერმა, გიგა გაბელაიამ, მერიის საკონფერენციო დარბაზში, მერიის სამსახურების, ააიპ-ების უფროსებთან და მერის წარმომადგენლებთან ადმინისტრაციულ ერთეულებში წლის შემაჯამებელი შეხვედრა გამართა.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მერის პირველი მოადგილე, ირაკლი პერტენავა და მოადგილე გიგა ჯვარელია.
შეხვედრაზე მერმა 2022 წლის შედეგებზე ისაუბრა, განიხილეს განხორციელებული და მომავალ წელს დაგეგმილი ინფრასტრუქტურული, სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებები, რომლის გათვალისწინება მოხდება 2023 წელს. ასევე შეხვედრაზე საუბარი შეეხო ადმინისტრაციული ერთეულებისთვის აქტუალურ საკითხებს, იმ პრობლემებს, რომლებიც შესაბამისი სამსახურების ჩართულობით უახლოეს მომავალში, შესაძლებლობის ფარგლებში გადაიჭრება.
გიგა გაბელაიამ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული საქმიანობისათვის და მათ დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
მერის განცხადებით, 2023 წელი ერთობლივი თანამშრომლობით, მონდომებით და პასუხისმგებლობით გაცილებით ნაყოფიერი და ეფექტური იქნება აბაშის მუნიციპალიტეტისთვის.
მსგავსი ინფორმაცია:

პირველკლასელთა სასკოლო ფორმების რეალიზაცია მიმდინარეობს

აბაშაში ტროტუარებისა და სანიაღვრე არხების მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

მიწის სისტემური რეგისტრაციის შესახებ, მოქალაქეებთან საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა

სოციალური პროგრამები

წარჩინებული კურსდამთავრებულების დაჯილდოება გაიმართა


გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები მიმდინარეობს

აბაშაში ეროვნული სამოსის დღე კოსტიუმირებული მსვლელობით აღინიშნა

აბაშაში კონსტანტინე გამსახურდიას იუბილე აღინიშნა

აბაშის საცხენოსნო იპოდრომი საქართველოს 2025 წლის თასის გათამაშებას უმასპინძლებს

განცხადება

გილოცავთ!







