2021 წლის 31 აგვისტოს, 12:00 საათზე, აბაშის მუნიციპალიტეტის ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, ადმინისტრაციის შენობაში გაიმართება შ.პ.ს. „ფორეჯი-I”-ის თევზის მოშენების მიზნით, წყლის შესაკავებელი ნაგებობის ექსპლუატაციის პროექტის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის საჯარო განხილვა.
საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს.
გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის შესახებ ინფორმაცია, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, განთავსებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
იხ. ლინკი: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/33087
დაგეგმილი საქმიანობის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის განცხადებასთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2021 წლის 17 სექტემბრის ჩათვლით, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირის N6, ან ელფოსტის მისამართზე:eia@mepa.gov.ge
მსგავსი ინფორმაცია:

მაგიდის ჩოგბურთში რეგიონული პირველობა გაიმართა

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

მარნის კულტურის სახლში სპექტაკლი „სტაფილო, ანუ მესამე კატეგორიის მკვლელი“ გაიმართა

მინი სტადიონების მოწყობა მიმდინარეობს

პროექტი „ჯარის ბანაკი“ იწყება

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით კონფერენცია გაიმართა

მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში რამდენიმე დღეში დასრულდება პროექტი, რომელიც ავტომაგისტრალიდან სოფ. ძიგურის გა...

ბრძანება სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დასახლებების საერთო კრებების ჩატარების შესახებ 2024 ...

მზრუნველობამოკლებულთა სასადილოს ბენეფიციარებს საახალწლო საჩუქრები გადაეცა

მუნიციპალიტეტის როლი ადგილობრივ ეკონომიკურ განვითარებაში
