აბაშის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება 19 კმ-მდე გზას.
ამ ეტაპზე ინტენსიური სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და ასფალტო-ბეტონის საფარი იგება სოფ. ნაესაკოვოში, შუა ქალაქის უბნიდან იპოდრომამდე, 3 კმ-მდე გზაზე.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, მოადგილესთან, გიგა ჯვარელიასთან და ინფრასტრუქტურის და ურბანული განვითარების სამსახურის უფროსთან, იასონ კიზირიასთან ერთად გაეცნო.
პროექტის ფარგლებში გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს შემდეგ ტერიტორიებზე:
• სოფელ მარნის N14 N12 ქუჩებზე
• სოფ. გაუწყინარში N1 და N5 ქუჩებზე
• სოფ. ნაესაკოვოსა და კოდორის შემაერთებელ გზაზე
• სოფ. აბაშისპირის ქუჩა N5 ქუჩაზე
• სოფ. ქოლობანში N5 (პატარა გეზათი) ქუჩაზე
• სოფელ პირველ მაისში, კუდა-ეწერში N4 გზაზე
სარეაბილიტაციო სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 4 797 999 ლარით ფინანსდება.

მსგავსი ინფორმაცია:

აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღოხაშის უბანში, შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის რეკო...


ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

7X7 ფეხბურთის სამოყვარულო ჩემპიონატის „მასტერ ლიგის“ მუნიციპალური ეტაპი დასრულდა.

აბაშის მუნიციპალიტეტში 19 კმ-დე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

განცხადება

დედის დღე მიულოცეს ომში დაღუპული ეროვნული გმირის, გიორგი ნადარეიშვილის დედას და მრავალშვილიან დედებს

განცხადება

დღეს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროცესი აბაშის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღში განახლდა

საქართველოს ნაკრები ძიუდოში ევროპის ჩემპიონია

უხვი ნალექის შედეგად მდინარე ნოღელა ადიდდა

დანერგე მომავალი

მადლობა თავისუფლებისთვის
