აბაშის მუნიციპალიტეტში, ნოღოხაშის უბანში, შუბლაძის ქუჩის გასწვრივ რკინა-ბეტონის სანიაღვრე არხის რეკონსტრუქცია-მოწყობისა და შემოღობვის სამუშაოები მიმდინარეობს.
სამუშაოების მიმდინარეობას აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლებთან და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.
სამუშაოების ჩატარების აუცილებლობა ამორტიზებულმა სანიაღვრე ქსელმა განაპირობა, გარკვეულ მონაკვეთებზე წყლის დაგუბებას იწვევდა და ძლიერი წვიმის დროს იტბორებოდა მიმდებარედ არსებული საკარმიდამო ნაკვეთები და სასაფლაო.
პროექტი რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, სარეკონსტრუქციო სამუშაოებს შპს “TWINS თვინსი“ აწარმოებს.
პროექტი მიმდინარე წლის ივლისის ბოლოს დასრულდება
მსგავსი ინფორმაცია:

ფრენბურთის მუნიციპალური ჩემპიონატი გაიმართა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

შეხვედრა თვითმმართველობების დახმარების შეფასების ფარგლებში

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე

აბაშაში მეწარმეობით დაინტერესებულ პირებთან შეხვედრა გაიმართა

სისხლის უანგარო დონაციის აქცია გაიმართა

ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

მრავალშვილიანი ოჯახების განსახლების მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამის შესახებ შეხვედრა გაიმართა

ოქროსა და ვერცხლის მედალოსნების დაჯილდოება გაიმართა






