აბაშის მუნიციპალიტეტში „ქართული ლიგის“-აბაშის სასკოლო იუმორისტული ფესტივალი გაიმართა.
ღონისძიება კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის დარბაზში ჩატარდა.
მხიარულ პაექრობაში შვიდი სასკოლო გუნდი მონაწილეობდა: „დოდოს ოხრები“ (პირველი საჯარო სკოლა), “madein zanati” (ზანათის საჯარო სკოლა), „ტოფები“ (ონტოფოს სააჯარო სკოლა), „ტყვირელი ამორძალები“ (ტყვირის საჯარო სკოლა), „ხანტრაპუცა“ (მარნის საჯარო სკოლა), „მაისელები“ (პ/მაისის საჯარო სკოლა), „მჭადი და მეორე“ (მეორე საჯარო სკოლა).
გუნდებმა სახალისო იუმორისტული ნომრები წარმოადგინეს, რომელსაც აფასებდა ჟიური: აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, გიგა გაბელაია, „ქართული ლიგის“ წარმომადგენლები და ტელესახეები: გიორგი გაბუნია, ზვიად ბლიაძე, ნიკოლოზ მახვილაძე (ასტამა) და ნოე ჟორჟოლიანი.
მხიარული და სახალისო ნომრების შემდეგ გამოვლინდა გამარჯვებული გუნდი – „მაისელები“ (პ/მაისის სკოლა), რომელიც დაჯილდოვდა თასითა და დიპლომით.
ნომინაცია „ჟიურის სიმპატია“ წილად ხვდა „დოდოს ოხრებს“ (პირველი საჯარო სკოლა), ხოლო „საუკეთესო მოთამაშე“ ერგო ტყვირის გუნდის მონაწილეს ბარბარე ჟღენტს, ნომინაციებში გამარჯვებულებს გადაეცათ საჩუქრები და დიპლომები.
ფესტივალის ყველა მონაწილეს სიგელი გადაეცა.
ფესტივალი მიყავდა იუმორისტ ჯიმი აბესაძეს, რეჟისორი- გივი მელაშვილი.
ღონისძიებაზე, გულშემატკივრების წინაშე რამდენიმე ნომრით წარდგა „ქართული ლიგის“ აბაშის გუნდი „სულგუგუნი“.
ფესტივალის მონაწილეებმა მადლობა გადაუხადეს აბაშის მუნიციპალიტეტის მერს, გიგა გაბელაიას, „ქართული ლიგის“ წარმომადგენლებსა და გულშემატკივრებს მხარდაჭერისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლები, გულშემატკივრები.
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახური და კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრი.
მსგავსი ინფორმაცია:

ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსი

აბაშის მუნიციპალიტეტში „ციფრული მხარდაჭერის პროგრამის“ განხორციელება დაიწყო

აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრში „შანი“, მოსახლეობისათვის უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩატარდა

გახდი შენი მუნიციპალიტეტის ახალგაზრდა დელეგატი

აბაშის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

სამიქაო-მაიდნის ადმინისტრაციულ ერთეულში მდ. ცხენისწყალზე ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარეობს

აბაშის იპოდრომზე დოღი გაიმართა

დღეს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან - არსებული საკონსულტაციო ორგანოს - სამხარეო სა...

აბაშის მუნიციპალიტეტის მერი ლევან მაკალათია „სინოფარმის“ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა

გილოცავთ მასწავლებლის ეროვნულ დღეს

„სულგუგუნი“ „ქართული ლიგის“ 2023 წლის სეზონის გამარჯვებულია

საახალწლო კონცერტი გაიმართა

აბაშის მუნიციპალიტეტში, კონსტანტინე კაპანელის ქუჩისა და გამსახურდიას ქუჩის პირველი და მესამე შესახვე...





























