. პირველ ეტაპზე აცრები სამედიცინო პერსონალს უტარდება.
ვაქცინაცია აბაშის საოჯახო მედიცინის ცენტრი „შანში“ მიმდინარეობს.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ერთ-ერთმა პირველებმა, აბაშის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ექიმმა, სალომე ნაროუშვილმა და ექიმმა, პაატა ქურდოვანიძემ გაიკეთეს.
აცრის პროცესს აბაშის მუნიციპალიტეტის მერი, ლევან მაკალათია, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მამუკა კვიტაშვილთან ერთად დაესწრო.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის 200 დოზა აბაშის მუნიციპალიტეტში საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურმა 14 მარტს მიიღო. ამცრელი კაბინეტის მედპერსონალმა გაიარა შესაბამისი ტრენინგი.
COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციას ექვემდებარება ჯანდაცვის სექტორში დასაქმებული ყველა პირი. ვაქცინაცია ინფექციისაგან დაცვის ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა.
სამედიცინო სფეროში დასაქმებული პირების ვაქცინაცია ხორციელდება სპეციალურ ონლაინ პლატფორმაზე რეგისტრაციის მიხედვით.
💉აცრა ნებაყოფლობითია!
💉ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!
მსგავსი ინფორმაცია:

საახალწლო კონცერტი გაიმართა

არა ფემიციდს

აბაშის მუნიციპალიტეტში, ქოლობნის ადმინისტრაციულ ერთეულში, აგრობაზარი გაიხსნა

გილოცავთ შობა-ახალ წელს

აბაშელები ანზორ ერქომაიშვილს გამოემშვიდობნენ

ჩვენ ვირჩევთ თანაბარ შესაძლებლობებს

მიმდინარე წლის 22 ოქტომბერს, ჩვენი ქალაქი „აბაშობას“ იზეიმებს

2022 წლის საპროექტო წინადადებები

„სოფლის პროგრამის“ ფარგლებში ადმინისტრაციულ ერთეულებში განხორციელებული პროექტები

გილოცავთ შობა-ახალ წელს!

აბაშის მუნიციპალიტეტში შშმ ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნება

აბაშის მუნიციპალიტეტში სპორტის საერთაშორისო დღე აღინიშნა

25 თებერვალი – საბჭოთა ოკუპაციის დღე






